„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017986
17
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
190040000.22.033.017986
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №17

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017266) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი/მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი/მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი/მოადგილე;

გ) ვიცე-პოლკოვნიკი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლებისა), უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მორიგი წოდების მისანიჭებლად, საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის უშუალო უფროსი წარდგინებას უგზავნის საგამოძიებო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.“;

ბ) მე -13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური ან/და ვადამდელი წოდების მინიჭებამდე, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტი, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოწმდება საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციაში.“;

გ) მე-17 და მე -18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. პირველადი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება საგამოძიებო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე.

18. სპეციალური წოდებების მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს საგამოძიებო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ დუნდუა