დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017985 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010 წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;“. 2. მე-6 მუხლის: ა) 51 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი:“; ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის), ოპერატიულ დანაყოფებში ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“; დ) 81 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81 . კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი:“; ე) 91 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი:“; ვ) 101 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი:“; ზ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. სპეციალისტი: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში მუშაობის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) „საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების ცოდნა.“. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. უფროსი ინსპექტორი (მეექვსე სამმართველო): ა) სრული ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება (ზოგადი სამედიცინო ან პირველადი სამედიცინო დახმარების უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება); ბ) სპეციალური დანიშნულების ან სამხედრო დანაყოფში მუშაობის გამოცდილება: ბ.ა.) სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებისათვის ზოგადი სამედიცინო ან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; ბ.ბ.) სამსახურში იარაღისა და საბრძოლო მასალით აღრიცხვის, შენახვის, მიღება-გაცემაზე კონტროლის და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამშრომლებზე იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემის უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; ბ.გ.) სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებისათვის სპეციფიკური სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობების დაგეგმვის და ჩატარების უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; ბ.დ.) სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართულ ექსპლოატაციასა და სათანადო მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით გათვალისწინებული ფიზიკური ნორმატივების დაძლევა.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ინსპექტორი (მეექვსე სამმართველო): ა) სრული ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება; ბ) კონკრეტული უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში: ბ.ა.) სამსახურში იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის, შენახვის, მათ მიღება-გაცემაზე კონტროლის და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამშრომლებზე იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემის უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; ბ.ბ.) სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების სარგებლობაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების აღრიცხვის, შენახვის, მათ მიღება-გაცემაზე კონტროლის და გამართულ ექსპლოატაციასა და სათანადო მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უფლება- მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; ბ.გ.) სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებისათვის მათი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების უზრუნველყოფის უფლება-მოვალეობების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანებით გათვალისწინებული ფიზიკური ნორმატივების დაძლევა.“. 4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ეკონომიკის, სამართლის ან საჯარო მმართველობის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირს); ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საფინანსო-სამეურნეო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“. 5. მე-11 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გენერალური ინსპექცია“; ბ) პირველი პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გენერალური ინსპექციის უფროსი:“; გ) მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები