დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/ძ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.062.016150 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრანებაში (სსმ, ვებრგვერდი, 16/11/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. თეატრის მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრი შედგება: ა) თეატრის დასისგან; ბ) თეატრის დირექტორისგან; გ) დირექტორის მოადგილისგან; დ) სამხატვრო საბჭოსგან (მისი არსებობის შემთხვევაში); ე) მთავარი რეჟისორისგან/ან/დამდგმელი რეჟისორისგან ან და რეჟისორებისგან; ვ) სამხატვრო ხელმძღვანელისგან ან მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან; ზ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან. 3. თეატრს, თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. 4. მთავარი რეჟისორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას. 5. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი: ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ე) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ვ) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით; ზ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და/ რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; თ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; ი) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს; ლ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს; მ) ქმნის და ხელმძღვანელობს თეატრის შიდა კომისიებს; ნ) ვალდებულია კალენდარული წლის ბოლოს არაუგვიანეს 31 დეკემბრისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს (შემდეგში – მინისტრი) წარუდგინოს თეატრის შემდეგი წლის სამოქმედო პროგრამა და სამუშაო გეგმა. 6. თეატრის დირექტორმა შესაძლებელია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი. 7. თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი, ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სამინისტროში არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით. 8. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. 9. თეატრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, თეატრის დირექტორის მოადგილეს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეატრის დირექტორი. 10. თეატრის დირექტორის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეატრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, რომლითაც დირექტორს შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება, თეატრის დირექტორის მოადგილეზე; (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან). 11. თეატრის დირექტორის არყოფნის, მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში თეატრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს თეატრის დირექტორის მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები