დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.101.016021 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2025, 010240030.22.101.016018) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები: „ს) შიდა აუდიტის სამსახური; ტ) ტექნიკური ნებართვების სამსახური.“. ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა; ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით; გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სისტემატური კონტროლი და შეფასება; დ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და სამშენებლო/საზედამხედველო კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი; ე) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად; ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. გ) მე-17 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპროექტო სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) საგზაო პროექტების მართვის სამმართველო; ბ) ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო. 3. საპროექტო სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება; ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება; ვ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის; თ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების, ხელოვნური ნაგებობის მიმართ განსახორციელებელი სამუშაოების, სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება; ი) შესაბამის პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი; კ) დეპარტამენტის მიერ საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს საგზაო პროექტებთან მიმართებაში ასრულებს საგზაო პროექტების მართვის სამმართველო, ხოლო ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების პროექტებთან მიმართებაში – ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო.“. დ) მე-20 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის: ა) საგზაო პროექტების განხორციელების სამმართველო; ბ) დოკუმენტური უზრუნველყოფის სამმართველო.“. დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს საგზაო პროექტების განხორციელების სამმართველო და დოკუმენტური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებენ კომპეტენციის შესაბამისად.“. ე) 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 და 232 მუხლები: „მუხლი 231. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და, დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება საკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობის მეშვეობით; ბ) დეპარტამენტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება; გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; დ) დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება; ე) დეპარტამენტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ზ) დეპარტამენტში არსებული აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ზეპირი ან წერილობითი ფორმით; ი) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი; კ) დეპარტამენტის სამსახურებიდან მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე (მოითხოვოს მათზე დაშვება), მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით), აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გაეცნოს ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; ლ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, მის საჯარო მოსამსახურეებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება დეპარტამენტის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა; მ) საჭიროების შემთხვევაში, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისთვის მოიწვიოს დეპარტამენტის ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის, მოითხოვოს დეპარტამენტში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტის, აგრეთვე შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტის ან/და ექსპერტ(ებ)ის მოწვევა, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით; ნ) სამსახურის კომპეტენციის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენს: ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს; დ) დადგენილი წესით გასცეს რეკომენდაციები შიდა აუდიტის ობიექტისათვის და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი; ე) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტორულ ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით; ვ) საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარდგენილი მოსაზრება; ზ) საბოლოო სახით ჩამოყალიბებული შიდა აუდიტორული ანგარიში, აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგინოს თავმჯდომარეს; თ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტისგან მიღებული, აგრეთვე სამსახურის მიერ მოძიებული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; კ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგინოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ჰარმონიზაციის ცენტრს; ლ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს; მ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში სამართალდარღვევის ფაქტის ან/და სამსახურებრივი გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგინოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს.“. მუხლი 232. ტექნიკური ნებართვების სამსახური 1. ტექნიკური ნებართვების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. ტექნიკური ნებართვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და საავტომობილო გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება; ბ) საავტომობილო გზების გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა (შეთანხმების შემთხვევაში); გ) არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები