დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №649 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.10.003.025562 |
|
„სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №649 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №649 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/10/2020, 340020000.10.003.022369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების“:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ − „ნ“ ქვეპუნქტები: „დ) სადედე მცენარე − იდენტიფიცირებული მცენარე, საიდანაც ხდება გასამრავლებელი მასალის აღება; ე) მიკროკლონური გამრავლება − სარგავი მასალის სწრაფი გამრავლების პრაქტიკა, დიდი რაოდენობის მცენარეების მისაღებად, მცენარიდან აღებული დიფერენცირებული ვეგეტატიური კვირტების ან მერისტემის in vitro კულტურის გამოყენებით; ვ) S კატეგორია − თესლის ყველაზე მაღალი კატეგორია, რომელიც გამიზნულია შემდეგი თაობის ელიტური სათესლე მასალის მისაღებად; ზ) SE კატეგორია − თესლის კატეგორია, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის, მდგრადია მავნე ორგანიზმების მიმართ, უზრუნველყოფს ჯიშის სისუფთავის შენარჩუნებას, გამოიყენება სარწყავ მეურნეობებში, სადაც მაღალი მოსავალი და ჯიშის სიწმინდე მნიშვნელოვანია; თ) E კატეგორია − თესლის სამრეწველო ან ტექნოლოგიური ტიპი, რომელიც იდეალურია სპეციალური გადამუშავებისთვის; ი) PBTC კატეგორია − ყველაზე მაღალი ხარისხის წინასაბაზისო კატეგორიის თესლი, რომელიც მიღებულია სტერილურ ლაბორატორიულ პირობებში, in vitro (ქსოვილურ) კულტურაში. განიხილება, როგორც „მინი კარტოფილი“ ან „მინიტუბერი“; კ) PB კატეგორია − წინასაბაზისო კატეგორიის თესლი, რომელიც მიღებულია PBTC კატეგორიის კარტოფილისგან სათბურში ან ველზე მოყვანის გზით. ითვლება ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხის სათესლე მასალად. გამოიყენება საბაზისო კატეგორიების წარმოებისთვის; ლ) A კატეგორია − თესლის უმაღლესი კატეგორია, რომელსაც ახასიათებს მაღალი აღმოცენების უნარი, მავნე ორგანიზმებით დაზიანების დაბალი დონე, დაბალი მექანიკური დაზიანება და ივითარებს ერთგვაროვანი ზომის ტუბერებს; მ) B კატეგორია − კარგი ხარისხის თესლი, მაგრამ არა უმაღლესი კატეგორიის, რომელიც ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე A კატეგორიის თესლი ნაკლებად ხელმისაწვდომია ან უფრო ძვირია; ნ) რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი, რომლის არსებობა დასარგავად განკუთვნილ მცენარეებზე ახდენს ეკონომიკურად მიუღებელ ზემოქმედებას.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტით (ISPM-5) განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.“. 2. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები: „მუხლი 31. საბაზისო თესლის ბაზარზე განთავსების პირობები 1. საბაზისო თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, როგორც „S კატეგორია“, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ: ა) თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №3-ის „S კატეგორიის“, „SE კატეგორიისა“ და „E კატეგორიის“ საბაზისო თესლისა და თესლის პარტიებისათვის დადგენილი მოთხოვნების“ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თესლის პარტიები აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №3-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საბაზისო თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, როგორც „SE კატეგორია“, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ: ა) თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №3-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თესლის პარტიები აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №3-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. საბაზისო თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, როგორც „E კატეგორია“, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ: ა) თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №3-ის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თესლის პარტიები აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №3-ის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 32. სერტიფიცირებული თესლის ბაზარზე განთავსების პირობები 1. სერტიფიცირებული თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, როგორც „A კატეგორია“, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ: ა) თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №4-ის „A კატეგორიისა“ და „B კატეგორიის“ სერტიფიცირებული თესლისა და თესლის პარტიებისათვის დადგენილი მოთხოვნების“ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თესლის პარტიები აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №4-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სერტიფიცირებული თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, როგორც „B კატეგორია“, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ: ა) თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №4-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თესლის პარტიები აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №4-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.
3. მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51–52 მუხლები: „მუხლი 51. წინასაბაზისო თესლის ბაზარზე განთავსების პირობები 1. ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი წინასაბაზისო თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მიღებული უნდა იქნეს სადედე მცენარისგან, რომელიც თავისუფალია შემდეგი მავნე ორგანიზმებისგან: Pectobacterium spp., Dickeya spp., Candidatus Liberibacter solanacearum, Candidatus Phytoplasma solani, კარტოფილის ტუბერების რგოლური ვიროიდი, კარტოფილის ტუბერების თითისტარისებურობის ვიროიდი, კარტოფილის A ვირუსი, კარტოფილის M ვირუსი, კარტოფილის S ვირუსი, კარტოფილის X ვირუსი და კარტოფილის Y ვირუსი; ბ) მზარდი მცენარეებისთვის არატიპურ მცენარეთა და სხვა ჯიშის მცენარეთა რაოდენობა, ერთად არ უნდა აღემატებოდეს 0.01%-ს; გ) თაობათა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს ოთხი; დ) რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები, წინასაბაზისო თესლში არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ მნიშვნელობას, როგორც ეს მოცემულია დანართ №5-ის „წინასაბაზისო თესლის პარტიებისათვის დადგენილი მინიმალური პირობების“ ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში. 2. წინასაბაზისო თესლის პარტიები ბაზარზე განთავსებისას უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №5-ში დადგენილ პირობებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს საველე ინსპექტირების მეშვეობით. ეჭვის შემთხვევაში აღნიშნულ ინსპექტირებას უნდა დაერთოს ფოთლის ანალიზის შედეგები. 4. როდესაც გამოიყენება მიკროკლონური გამრავლების მეთოდები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს ან სადედე მცენარის ანალიზით, ან მასზე სერტიფიცირების ორგანოს ზედამხედველობით განხორციელებული ანალიზით. 5. როდესაც გამოიყენება კლონური გამორჩევის მეთოდები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს ან კლონური მასალის ანალიზით, ან მასზე სერტიფიცირების ორგანოს ზედამხედველობით განხორციელებული ანალიზით. მუხლი 52. წინასაბაზისო თესლის პარტიების ბაზარზე განთავსების პირობები წინასაბაზისო თესლის პარტიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ პირობებს: ა) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1.0%-ს; ბ) თესლის რაოდენობა, რომელიც დაზიანებულია სიდამპლით, გარდა რგოლური სიდამპლით ან ყავისფერი სიდამპლით დაზიანებულისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.2%-ს; გ) თესლის რაოდენობა, რომელსაც აქვს გარეგანი დეფექტი, მათ შორის, უფორმო ან დაზიანებული ტუბერები, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; დ) თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაზიანებულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5.0%-ს; ე) ზედმეტი დეჰიდრატაციის ან ვერცხლისფერი ქეცით გამოწვეული დეჰიდრატაციის გამო დამჭკნარი ტუბერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.5%-ს; ვ) წინასაბაზისო თესლის პარტიებში რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები, არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ ზღვრულ მნიშვნელობას, როგორც ეს მოცემულია დანართ №5-ის ცხრილ №3-ში; ზ) თესლის საერთო რაოდენობა, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის „ბ“ − „ვ“ ქვეპუნქტებში, არ უნდა აღემატებოდეს მასის 6.0%-ს; თ) წინასაბაზისო თესლი და თესლის პარტიები ბაზარზე შეიძლება განთავსდეს, როგორც „PBTC კატეგორია“ და „PB კატეგორია“ და უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №6-ით „PBTC კატეგორიისა“ და „PB კატეგორიის“ წინასაბაზისო თესლისა და თესლის პარტიების ბაზარზე განთავსების პირობების“ დადგენილ პირობებს.“. 4. დანართ №1-ის ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცხრილი №1
5. დაემატოს თანდართული შინაარსის №3 − №6 დანართები.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №3
|
„S კატეგორიის“, „SE კატეგორიის“ და „E კატეგორიის“ საბაზისო თესლის და თესლის პარტიებისათვის დადგენილი მოთხოვნები
|
1. „S კატეგორიის“ საბაზისო თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მოთხოვნები თესლის მიმართ: ა.ა) იმ მცენარეების რაოდენობა, რომლებიც არ პასუხობენ ჯიშობრივ მახასიათებლებს ან ეკუთვნიან სხვა ჯიშს, ერთად არ უნდა აღემატებოდეს 0.1%-ს; ა.ბ) კარტოფილის შავფეხათი დაავადებული მზარდი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1%-ს; ა.გ) პირდაპირი შთამომავლობის შემთხვევაში ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე მცენარეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,0%-ს; ა.დ) მოზაიკის სიმპტომების მქონე მცენარეთა რაოდენობა და ფოთლის დახვევის ვირუსის სიმპტომების მქონე მცენარეთა რაოდენობა, ერთად აღებული არ უნდა აღემატებოდეს 0,2%-ს; ა.ე) თაობათა რაოდენობა, მათ შორის, საველე პირობებში არსებული წინასაბაზისო და საბაზისო თაობა, უნდა შემცირდეს ხუთამდე; ა.ვ) თუ თაობა არ არის მითითებული ეტიკეტზე, კარტოფილი უნდა ჩაითვალოს მეხუთე თაობად; ბ) თესლის პარტიაზე მოქმედი მინარევების, ვიზუალური დეფექტებისა და დაავადებების ტოლერანტობის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) სიდამპლეებით დაზიანებული თესლი, გარდა რგოლური სიდამპლის ან მურა სიდამპლისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0,5%-ს, ამასთან, სველი სიდამპლით დაზიანებული თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 0,2%-ს; ბ.ბ) თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია შავი ქეცით არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.გ) თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაფარულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.დ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია ფხვიერი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; ბ.ე) ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით გამოწვეული დეჰიდრატაციის გამო დამჭკნარი ტუბერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.ვ) გარეგანი დეფექტების, მათ შორის, დეფორმირებული და დაზიანებული ტუბერების მქონე თესლი არ უნდა აღემატებოდეს მასის 3,0%-ს; ბ.ზ) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.თ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ – „ბ.დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თესლის მთლიანი პროცენტული შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 6,0%-ს. 2. „SE კატეგორიის“ საბაზისო თესლი და თესლის პარტიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოთხოვნები თესლის მიმართ: ა.ა) იმ მცენარეების რაოდენობა, რომლებიც არ პასუხობენ ჯიშობრივ მახასიათებლებს ან ეკუთვნიან სხვა ჯიშს, ერთად არ უნდა აღემატებოდეს 0.1%-ს; ა.ბ) კარტოფილის შავფეხათი დაავადებული მზარდი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს; ა.გ) პირდაპირი შთამომავლობის შემთხვევაში ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე მცენარეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2,0%-ს; ა.დ) მოზაიკის სიმპტომების ან ფოთლის დახვევის ვირუსის სიმპტომების მქონე მზარდი მცენარეების რაოდენობა, ერთად აღებული არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს; ა.ე) თაობების რაოდენობა, მათ შორის, მინდორში – წინასაბაზისოს ჩათვლით, და საბაზისო თაობები, უნდა შემცირდეს ექვსამდე; ა.ვ) თუ თაობა არ არის მითითებული ეტიკეტზე, კარტოფილი უნდა ჩაითვალოს მეექვსე თაობად; ბ) თესლის პარტიაზე მოქმედი, მინარევების, ვიზუალური დეფექტებისა და დაავადებების ტოლერანტობის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) სიდამპლით დაზიანებული თესლის რაოდენობა, გარდა რგოლური სიდამპლისა ან მურა სიდამპლისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.5%-ს, ამასთან, სველი სიდამპლით დაზიანებული თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.2%-ს; ბ.ბ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია შავი ქეცით არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.გ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაფარულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.დ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია ფხვიერი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; ბ.ე) ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით დამჭკნარი ტუბერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.ვ) გარეგანი დეფექტების, მათ შორის, დეფორმირებული და დაზიანებული ტუბერების მქონე თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 3,0%-ს; ბ.ზ) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.თ)ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ – „ბ.დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თესლის საერთო პროცენტული შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 6,0%-ს. 3. „E კატეგორიის“ საბაზისო თესლის და თესლის პარტიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოთხოვნები თესლის მიმართ: ა.ა) იმ მზარდი მცენარეების რაოდენობა, რომლებიც არ პასუხობენ ჯიშობრივ მახასიათებლებს ან ეკუთვნიან სხვა ჯიშს, ერთად არ უნდა აღემატებოდეს 0.1%-ს; ა.ბ) კარტოფილის შავფეხათი დაავადებული მზარდი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1.0%-ს; ა.გ) პირდაპირი შთამომავლობის შემთხვევაში, ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4.0%-ს; ა.დ) მოზაიკის სიმპტომების ან ფოთლის დახვევის ვირუსის სიმპტომების მქონე მზარდი მცენარეების რაოდენობა, ერთად აღებული არ უნდა აღემატებოდეს 0,8%-ს; ა.ე) თაობების რაოდენობა, მინდორში - წინასაბაზისოს ჩათვლით, და საბაზისო თაობები, უნდა შემცირდეს შვიდამდე; ა.ვ) თუ თაობა არ არის მითითებული ეტიკეტზე, კარტოფილი უნდა ჩაითვალოს მეშვიდე თაობად; ბ) თესლის პარტიაზე მოქმედი მინარევების, ვიზუალური დეფექტებისა და დაავადებების ტოლერანტობის ნორმები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) სიდამპლეებით დაზიანებული თესლის კარტოფილის რაოდენობა, გარდა რგოლური სიდამპლისა ან მურა სიდამპლისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.5%-ს, ამასთან, სველი სიდამპლით დაზიანებული თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.2%-ს; ბ.ბ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია შავი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.გ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაფარულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.დ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია ფხვიერი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; ბ.ე) ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით დამჭკნარი ტუბერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.ვ) გარეგანი დეფექტების, მათ შორის, დეფორმირებული და დაზიანებული ტუბერების მქონე თესლი არ უნდა აღემატებოდეს მასის 3,0%-ს; ბ.ზ) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.თ) ამ პუნქის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ – „ბ.დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თესლის მთლიანი პროცენტული შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 6,0%-ს.
დანართი №4 „A კატეგორიის“ და „B კატეგორიის“ სერტიფიცირებული თესლის და თესლის პარტიებისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. „A კატეგორიის“ სერტიფიცირებული თესლი და თესლის პარტიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოთხოვნები თესლის მიმართ: ა.ა) იმ მცენარეების რაოდენობა, რომლებიც არ პასუხობენ ჯიშობრივ მახასიათებლებს ან ეკუთვნიან სხვა ჯიშს, ერთად არ უნდა აღემატებოდეს 0.2%-ს; ა.ბ) კარტოფილის შავფეხათი დაავადებული მზარდი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2,0%-ს; ა.გ) პირდაპირი შთამომავლობის შემთხვევაში, ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8.0%-ს; ა.დ) მოზაიკის სიმპტომების ან ფოთლის დახვევის ვირუსის სიმპტომების მქონე მზარდი მცენარეების რაოდენობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს 2.0%-ს; ბ) თესლის პარტიაზე მოქმედი, მინარევების, ვიზუალური დეფექტებისა და დაავადებების ტოლერანტობის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) სიდამპლეებით დაზიანებული თესლის რაოდენობა, გარდა რგოლური სიდამპლისა ან მურა სიდამპლისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.5%-ს, ამასთან, სველი სიდამპლით დაზიანებული თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.2%-ს; ბ.ბ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია შავი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.გ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაფარულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.დ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია ფხვიერი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; ბ.ე) ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით დამჭკნარი ტუბერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.ვ) გარეგანი დეფექტების, მათ შორის, დეფორმირებული და დაზიანებული ტუბერების მქონე თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 3,0%-ს; ბ.ზ) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 2,0%-ს; ბ.თ)ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ – „ბ.დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თესლის მთლიანი პროცენტული შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 8,0%-ს. 2. „B კატეგორის“ სერტიფიცირებული თესლი და თესლის პარტიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოთხოვნები თესლის მიმართ: ა.ა) იმ მცენარეების რაოდენობა, რომლებიც არ პასუხობენ ჯიშობრივ მახასიათებლებს ან ეკუთვნიან სხვა ჯიშს, ერთად არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს; ა.ბ) კარტოფილის შავფეხათი დაავადებული მზარდი მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4,0%-ს; ა.გ) პირდაპირი შთამომავლობის შემთხვევაში, ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე მცენარეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10.0%-ს; ა.დ) მოზაიკის სიმპტომების ან ფოთლის დახვევის ვირუსის სიმპტომების მქონე მზარდი მცენარეების რაოდენობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს 6.0%-ს; ბ) თესლის პარტიაზე მოქმედი მინარევების, ვიზუალური დეფექტებისა და დაავადებების ტოლერანტობის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) სიდამპლეებით დაზიანებული თესლის რაოდენობა, გარდა რგოლური სიდამპლისა ან მურა სიდამპლისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.5%-ს. ამასთან, სველი სიდამპლით დაზიანებული თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.2%-ს; ბ.ბ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია შავი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.გ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაფარულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5,0%-ს; ბ.დ) იმ თესლის რაოდენობა, რომლის ზედაპირის 10%-ზე მეტი დაფარულია ფხვიერი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; ბ.ე) ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით დამჭკნარი ტუბერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1,0%-ს; ბ.ვ) გარეგანი დეფექტების, მათ შორის, დეფორმირებული და დაზიანებული ტუბერების მქონე თესლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 3,0%-ს; ბ.ზ) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 2,0%-ს; ბ.თ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ – „ბ.დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თესლის მთლიანი პროცენტული შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 8,0%-ს. ბ.ი) თესლის საერთო რაოდენობა, როგორც ეს მითითებულია 52 მუხლის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებში, არ უნდა აღემატებოდეს მასის 6.0%-ს.
დანართი №5 წინასაბაზისო თესლის და თესლის პარტიებისათვის დადგენილი მინიმალური პირობები ცხრილი №1
ცხრილი №2
ცხრილი №3
დანართი №6
„PBTC კატეგორიის“ და „PB კატეგორიის“ წინასაბაზისო თესლის და თესლის პარტიების ბაზარზე განთავსების პირობები 1. „PBTC კატეგორიის“ წინასაბაზისო თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მცენარეები, რომლებიც არ ჯვარდება საკუთარ ჯიშებთან ან სხვა ჯიშის მცენარეები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი კულტურაში; ბ) მცენარეები, მათ შორის ტუბერები, იწარმოება მიკროკლონური გამრავლების მეშვეობით; გ) მცენარეები, მათ შორის ტუბერები, იწარმოება დაცულ ადგილზე და საკვებ არეში, რომელიც არის მავნე ორგანიზმებისგან თავისუფალი; დ) ტუბერები არ უნდა გამრავლდეს პირველ თაობის შემდგომ; ე) მცენარეებზე რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები, არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ მნიშვნელობას, როგორც ეს მოცემულია ამ დანართის ცხრილ №1-ში და ცხრილ №2-ში.
ცხრილი №1
ცხრილი №2
ვ) თესლის პარტიები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ვ.ა) თავისუფალი უნდა იყოს სიდამპლით დაავადებული თესლისგან; ვ.ბ) თავისუფალი უნდა იყოს ჩვეულებრივი ქეცით დაავადებული თესლისგან; ვ.გ) თავისუფალი უნდა იყოს დეჰიდრატაციის გამო დამჭკნარი თესლისგან; ვ.დ) თავისუფალი უნდა იყოს გარეგანი დეფექტის მქონე, მათ შორის, დეფორმირებული ან დაზიანებული თესლისგან; ვ.ე) წინასაბაზისო თესლის პარტიებისთვის რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები, მასის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ მნიშვნელობას, როგორც ეს მოცემულია ამ დანართის ცხრილ №3-ში:
ცხრილი №3
2. „PB კატეგორიის“ წინასაბაზისო თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მცენარეების რაოდენობა, რომელიც არ ჯვარდება საკუთარ ჯიშებთან და სხვა ჯიშის მცენარეების რაოდენობა, ერთად აღებული, არ უნდა აღმატებოდეს 0.01%-ს; ბ) მცენარეებზე რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები, უნდა შეესაბამებოდეს იმ ზღვრულ მნიშვნელობებს, როგორც ეს მოცემულია ამ დანართის ცხრილ №4-ში და ცხრილ №5-ში: ცხრილი №4
ცხრილი №5
გ) თესლის პარტიებთან დაკავშირებული დაშვებები მინარევებთან, დეფექტებთან და დაავადებებთან მიმართებით: გ.ა) თესლი, რომელიც დაზიანებულია სიდამპლით, გარდა რგოლური სიდამპლით ან ყავისფერი სიდამპლით დაზიანებულისა, არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.2%-ს; გ.ბ) თესლი, რომლის ზედაპირის ერთ მესამედზე მეტი დაზიანებულია ჩვეულებრივი ქეცით, არ უნდა აღემატებოდეს მასის 5.0%-ს; გ.გ) ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით გამოწვეული დეჰიდრატაციით დამჭკნარი ტუბერები არ უნდა აღემატებოდეს მასის 0.5%-ს; გ.დ) თესლი, რომელსაც აქვს გარეგანი დეფექტები, მათ შორის, უფორმო ან დაზიანებული ტუბერები, არ უნდა აღემატებოდეს მასის 3.0%-ს; გ.ე) ნიადაგისა და უცხო ნივთიერებების არსებობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 1.0%-ს; გ.ვ) წინასაბაზისო თესლის პარტიები უნდა შეესაბამებოდეს რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომების ზღვრულ მნიშვნელობებს, როგორც ეს მოცემულია ამ დანართის ცხრილ №6-ში:
ცხრილი №6
გ.ზ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დაშვებებით გათვალისწინებული თესლის მთლიანი პროცენტული შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მასის 6.0%-ს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები