„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.025570
21
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
010240010.10.003.025570
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2026 წლის 21 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის №1023-IVმს-XIმპ, 11/11/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017065) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებისა და სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის, პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.“.

2.  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის  7%-ისგან (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხისა);

ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის 7%-ისგან;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის/გადასახადის გადამხდელისათვის დასაბრუნებელი თანხა

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებისა და „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს მიერ პირის/გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ქონების/მოძრავი ქონების პრივატიზების/ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხიდან.“.

4.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტალის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ.

2. სააგენტოს ყოველკვარტალური შემოსავლის მოცულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხიდან განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ თუკი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხა ნაკლებია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთ მეოთხედზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებიდან სააგენტოს კუთვნილი შემოსავლის წინა კვარტალის შეუსრულებელი ნაწილი ავტომატურად გადაინაცვლებს შემდეგ კვარტალში.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხიდან ამ წესის დანართით განსაზღვრულ ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.“.

5. დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება  20 ------  წლის  --- კვარტალის მდგომარეობით

 

დასახელება

საანგარიშო

კვარტალი

წლის

დასაწყისიდან

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-)

 

 

2

სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/ ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

სააგენტოს შემოსავალი ამონაგები თანხიდან

 

 

4

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

 

 

5

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებისა და „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს მიერ იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის/გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნებული თანხა

 

 

6

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

7

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

8

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ფულადი თანხა

 

 

9

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ

 (2-3-4-5-6+8)

(თანხა ლარებში)

 

 

10

 ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (9+1-7)

(თანხა ლარებში).“.

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე