ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების, მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების, მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017437
3
23/01/2026
ვებგვერდი, 23/01/2026
120000000.22.026.017437
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების, მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება  №3

2026 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების, მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 220-ე მუხლის, 239-ე მუხლის 53-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 245-ე, 246-ე, 248-ე, 249-ე, 266-ე, 267-ე და 290-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტები და მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების შევსების/წარმოების წესი (დანართი №1);

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (მატერიალური) (დანართი №2);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (მატერიალური) (დანართი №3);

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული) ფორმა (დანართი №4);

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული) ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში (ელექტრონული) უსწორობის გასწორების შესახებ (დანართი №5);

ვ) ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების (ელექტრონული) ფორმა (დანართი №6);

ზ) გაფრთხილების შესახებ დადგენილების (ელექტრონული) ფორმა (დანართი №7);

თ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (ელექტრონული) ფორმა (დანართი №8);

ი) დადგენილებაში უსწორობის გასწორების შესახებ დადგენილების (ელექტრონული) ფორმა (დანართი №9);

კ) ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმა (მატერიალური) (დანართი №10);

ლ) პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის ფორმა (მატერიალური) (დანართი №11);

მ) ჩამორთმეული ნივთის/დოკუმენტის დაბრუნების ოქმის ფორმა (ელექტრონული) (დანართი №12);

ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის ჟურნალი (დანართი №13);

ო) გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №14);

პ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №15).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



დანართი №1

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტები და მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების შევსების/წარმოების წესი


მუხლი 1

1ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტები და მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების შევსების/წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში ამ წესით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების მიერ შესადგენი დოკუმენტების შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებს, ასევე აღნიშნული დოკუმენტების წარმოებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული მატერიალური ოქმების ფორმა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი) წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომლის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.

 

მუხლი 2

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 220-ე მუხლის შესაბამისად:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (შემდგომში – ოქმი) შედგება იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე, 45და 166-ე მუხლებით და ჩადენილია სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩადენილია პირის მიერ;

ბ) დადგენილება (ელექტრონული) მიიღება, აგრეთვე სააღსრულებო ფურცელი (ელექტრონული) გაიცემა იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), აგრეთვე 1825, 1826, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის:

ა) 45-ე, 45​​1, 166-ე, 1711, 1941 მუხლებით, 1971 მუხლის მე-2 ნაწილით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1981 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

ბ) 1825, 1826 და 1982 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი;

გ) 1961, 1963, 1966, 1967, 197-ე მუხლებით, 1971 მუხლის პირველი ნაწილით, 1973 მუხლის პირველი ნაწილით და 198-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს სსიპ   სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენაზე, საქმის განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ   მინისტრი) ან კომპეტენციის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 3

1. ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი;

ბ) ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

გ) ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა;

დ) სამართალდამრღვევი (სახელი, გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია/№ ან პირადი № ან საიდენტიფიკაციო №);

ე) სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

ვ) სამართალდარღვევის არსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმა (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) და სახდელი (ოდენობა);

თ) მოწმის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი; ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია/№ ან პირადი №;

ი) მოწმის ახსნა-განმარტება;

კ) დაზარალებულის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება; ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია/№ ან პირადი № ან საიდენტიფიკაციო №;

ლ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

მ) საქმის გარემოებების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც ოქმს თან ერთვის;

ნ) სამართალდამრღვევისთვის განმარტებული უფლებები და მოვალეობები;

ო) მოწმის (არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერა;

პ) დაზარალებულის (არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერა;

ჟ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;

რ) ოქმის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ჩაბარებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, ხელმოწერა;

ს) სამართალდამრღვევის ხელმოწერა; თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.

2. მატერიალურ ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც შედგება რვა სიმბოლოსგან (მაგალითად: ა - 123456), საიდანაც:

ა) პირველი სიმბოლო აღნიშნავს მის შემდგენელს:

ა.ა) „ა“   სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გამოსაყენებელი ოქმის ფორმის შემთხვევაში;

ა.ბ) „ბ“   სსიპ –  სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, მის მიერ გამოსაყენებელი ოქმის ფორმის შემთხვევაში;

ბ) მეორე სიმბოლო არის „-“;

გ) მესამე მერვე სიმბოლოებით გამოიხატება ოქმის რიგითი ნომერი შესრულებული არაბული ციფრებით.

3. მატერიალური ოქმის რიგითი ნომერი ზრდადია, რომლის საწყისია 000001. ოქმის რიგითი ნომრის ზრდადობა იწყება მერვე სიმბოლოდან და გრძელდება მესამე სიმბოლოსკენ (მაგალითად: 001234, 012345).

 

მუხლი 4

1. ელექტრონულ ოქმში დაშვებული უსწორობის გასწორების მიზნით, შედგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ელექტრონული) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში (ელექტრონული) უსწორობის გასწორების შესახებ (შემდგომ - უსწორობის გასწორების შესახებ ოქმი), რომელშიც მიეთითება:

ა) უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი, ოქმის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ნომერი;

ბ) უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის შედგენის ადგილი;

გ) უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი; თანამდებობა;

დ) ოქმის, რომელშიც შედის შესწორება, № და თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ე) ოქმში, რომელშიც შედის შესწორება, დაშვებული უსწორობის არსი;

ვ) უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ჩაბარებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი; ხელმოწერა;

ზ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა; თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ხელმოწერაზე ან უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;

თ) უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა.

2. უსწორობის გასწორების შესახებ ოქმის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება შესწორებული რედაქცია.

3. ელექტრონულ ოქმს და უსწორობის გასწორების შესახებ ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც ენიჭება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (Emod) მიერ.

 

მუხლი 5

1. მატერიალური ოქმის ფორმა ივსება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე.

2. ელექტრონული ოქმის ფორმა ივსება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (Emod).

3. მატერიალური ოქმის ფორმა ივსება ორ პირად, რომლის პირველი პირი სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს, მეორე პირი გადაეცემა სამართალდამრღვევს. ოქმის (სხვა მასალასთან ერთად) ასლი რჩება მის შედგენაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

4. ელექტრონული ოქმი, სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს და სამართალდამრღვევს.

5. ოქმის გაგზავნასთან/გადაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 197მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შედგენილი ოქმი საქმის მასალებთან ერთად ეგზავნება სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს.

 

მუხლი 6

1. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს (შემდგომში   დაკავების ოქმი) ადგენს სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45, 451 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

2. დაკავების ოქმს აქვს ექვსი სიმბოლოსგან შედგენილი ინდივიდუალური ნომერი (მაგალითად: 123456), რომელიც წარმოადგენს დაკავების ოქმის რიგით ნომერს, შესრულებულს არაბული ციფრებით.

3. დაკავების ოქმის რიგითი ნომერი ზრდადია, რომლის საწყისია 000001. დაკავების ოქმის რიგითი ნომრის ზრდადობა იწყება მეექვსე სიმბოლოდან და გრძელდება პირველი სიმბოლოსკენ (მაგალითად: 001234, 012345).

4. დაკავების ოქმში აღინიშნება:

ა) მის შედგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი   სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

ბ) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

გ) მის შედგენაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა;

დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;

ე) დაკავებულის სახელი, გვარი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); მოქალაქეობა; ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი; სამუშაო ადგილი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია/№ ან პირადი №;

ვ) დაკავების დრო;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავების საფუძველი;

თ) დაკავებულზე ვიზუალურად აღნიშნული შესაძლო დაზიანების ნიშნები;

ი) შენიშვნა;

კ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/პირების ხელმოწერა;

ლ) დაკავების ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;

მ) დაკავების ოქმის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ჩაბარებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, ხელმოწერა;

ნ) დაკავებულის ხელმოწერა; თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ხელმოწერაზე ან დაკავების ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.

5. პირადი გასინჯვისა ან/და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში, დაკავების ოქმში მიეთითება:

ა) პირადი გასინჯვის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი; თანამდებობა და სქესი;

ბ) პირადი გასინჯვისას დამსწრე პირის/პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, სქესი, ხელმოწერა;

გ) ნივთების გასინჯვის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;

დ) ნივთების გასინჯვის დამსწრე პირის/პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, ხელმოწერა;

ე) ინფორმაცია პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი და ჩამორთმეული ნივთის/ნივთების ან/და დოკუმენტის/დოკუმენტების შესახებ (არსებობის შემთხვევაში უნდა მიეთითოს მათი სახეობა, რაოდენობა, მდგომარეობა ან/და სხვა მახასიათებლები).

6. დაკავების დროს დაკავების ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით, სიტყვიერად განუმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები და გასაჩივრების უფლების შესახებ, რის თაობაზეც მიეთითება დაკავების ოქმში.

7. დაკავების ოქმი დგება ორ პირად, რომელთაგან პირველი პირი სამართალდარღვევის ოქმთან და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება უფლებამოსილ სასამართლოს განსახილველად, ხოლო მეორე - გადაეცემა დაკავებულს. დაკავების ოქმის (სხვა მასალასთან ერთად) ასლი რჩება მის შედგენაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

 

მუხლი 7

1. პირის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში შედგება პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი, რომელშიც მიეთითება:

ა) მის შედგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი;

ბ) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

გ) მის შედგენაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა;

დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე, უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;

ე) პირად ან/და ნივთების გასინჯვას დაქვემდებარებული პირის სახელი, გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); მოქალაქეობა; იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი; სამუშაო ადგილი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია/№ ან პირადი № ან საიდენტიფიკაციო №;

ვ) გასინჯვის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი);

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირის გასინჯვის საფუძველი;

თ) პირადი გასინჯვის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა, სქესი;

ი) პირადი გასინჯვის დამსწრე პირის/პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი; სქესი, ხელმოწერა;

კ) ნივთების გასინჯვის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;

ლ) ნივთების გასინჯვის დამსწრე პირის/პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, ხელმოწერა;

მ) ინფორმაცია პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი და ჩამორთმეული ნივთის/ნივთების ან/და დოკუმენტის/დოკუმენტების შესახებ (არსებობის შემთხვევაში უნდა მიეთითოს მათი სახეობა, რაოდენობა, მდგომარეობა ან სხვა მახასიათებლები);

ნ) პირად ან/და ნივთების გასინჯვას დაქვემდებარებული პირისთვის გასაჩივრების უფლების განმარტების თაობაზე;

ო) შენიშვნა;

პ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე უფლებამოსილი პირის/პირების ხელმოწერა;

ჟ) პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;

რ) პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ჩაბარებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, ხელმოწერა;

ს) პირად ან/და ნივთების გასინჯვას დაქვემდებარებული პირის ხელმოწერა; თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ხელმოწერაზე ან პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.

2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს აქვს ექვსი სიმბოლოსგან შედგენილი ინდივიდუალური ნომერი (მაგალითად: 123456), რომელიც წარმოადგენს პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის რიგით ნომერს, შესრულებული არაბული ციფრებით.

3. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის რიგითი ნომერი ზრდადია, რომლის საწყისია 000001. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის რიგითი ნომრის ზრდადობა იწყება მეექვსე სიმბოლოდან და გრძელდება პირველი სიმბოლოსკენ (მაგალითად: 001234, 012345).

4. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი დგება ორ პირად, რომელთაგანაც პირველი პირი რჩება მის შედგენაზე უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე - გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი ან/და ნივთების გასინჯვა.

5. ჩამორთმეული ნივთის/დოკუმენტის დაბრუნების ოქმის ფორმა (ელექტრონული) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაკავების, პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს ჩამორთმეული და ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირთა) მიერ საქმის განხილვამდე განსაზღვრულ ადგილას შენახული ნივთებისა და დოკუმენტების მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში, საქმის შედეგების გათვალისწინებით.

 

მუხლი 8

1. ამ წესით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ტექსტის მთლიანობის დარღვევის სხვა შემთხვევები. მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

2. ამ წესით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმებს აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები:

ა) ინდივიდუალური ნომერი, რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას;

ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანი, რომელზეც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „სთს“ (თუ მკაცრი აღრიცხვის ფორმა განკუთვნილია სამინისტროსთვის) ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებაში შემავალი სიტყვების პირველი ასოების ერთობლიობა (თუ მკაცრი აღრიცხვის ფორმა განკუთვნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის);

გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე;

დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით;

ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებული მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“.

3. ამ წესით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმებზე დაიტანება მისი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის (სამინისტრო ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) სახელწოდება, სემგს რეგისტრაციის ნომერი.

 

მუხლი 9

1. სამინისტრო და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დამოუკიდებლად ახორციელებენ ამ წესით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმებით მომარაგებას, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეს, მისი ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

 

მუხლი 10

1. ამ წესით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებელ პირებს განეკუთვნებიან:

ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი/პირები, თუ მკაცრი აღრიცხვის ფორმა განკუთვნილია სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფისთვის;

ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი/პირები, თუ მკაცრი აღრიცხვის ფორმა განკუთვნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის.

3. ხელმოწერილი ამ წესით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმა იტვირთება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (Emod), ხოლო მათი ასლი ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ელექტრონული ოქმი და უსწორობის გასწორების შესახებ ოქმი ინახება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (Emod).

 

მუხლი 11

ამ წესით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის (მატერიალური) ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი სუბიექტები დამოუკიდებლად აწარმოებენ ამ ბრძანებით დამტკიცებულ:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის ჟურნალს (დანართი №13), რომელიც წარმოადგენს ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნს;

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვის ჟურნალს (დანართი №14), რომელიც წარმოადგენს ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნს.

 

მუხლი 12

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმა ითვლება გამოსაყენებლად უვარგისად და ექვემდებარება ჩამოწერას:

ა) შევსების დროს დაშვებული უსწორობის გამო;

ბ) მისი ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, გამოსაყენებლად უვარგის მატერიალურ ოქმთან, დაკავების ოქმთან, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმთან ან მის ფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №14). ამგვარი მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა ჩაჰბარდეს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაციისათვის წარდგენაზე კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილი სუბიექტებია:

ა) სამინისტრო;

ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

მუხლი 13

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმა დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პირს აღარ აქვს მისი შედგენის უფლებამოსილება ან წარმოიშვა მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაბრუნების სხვა ობიექტური გარემოება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 5 კალენდარული დღის ვადაში მატერიალური ოქმის, დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის ფორმა ბრუნდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებელ პირთან.

3. დაბრუნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის ჟურნალში (დანართი №13).

 

მუხლი 14

1. სამინისტროს სისტემაში საქმის განმხილველ და ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილ სუბიექტს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება:

ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (გაფრთხილების ან ჯარიმის დაკისრების შესახებ);

ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) დადგენილებაში უსწორობის გასწორების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების მიმღები უფლებამოსილი სუბიექტი, დადგენილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) დადგენილების მიღების ადგილი;

გ) საქმის განხილვაზე და სახდელის დადებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების მინიჭების საფუძველი (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანების რეკვიზიტები);

დ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია/№ ან პირადი № ან საიდენტიფიკაციო №;

ე) სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

ვ) საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები;

ზ) საქმის განხილვაზე და დადგენილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; თანამდებობა, ხელმოწერა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) სამართლებრივი შედეგი, ჯარიმის დაკისრების, გაფრთხილების ან საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;

ბ) ინფორმაცია დადგენილების გასაჩივრების წესისა და ვადის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა:

ა) ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება საბანკო რეკვიზიტები, რომლებითაც დაკისრებული ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობას ან იმავე სამართალდარღვევის განმეორებით/მომდევნო ჩადენას;

ბ) გაფრთხილების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების მიმღები უფლებამოსილი სუბიექტი, დადგენილების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) დადგენილების მიღების ადგილი;

გ) საქმის განხილვაზე და სახდელის დადებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების მინიჭების საფუძველი (შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანების რეკვიზიტები);

დ) დადგენილების, რომელშიც შედის შესწორება № და მიღების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

ე) დაშვებული უსწორობის არსი;

ვ) საქმის განხილვაზე და დადგენილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება შესწორებული რედაქცია და ინფორმაცია დადგენილების გასაჩივრების წესისა და ვადის თაობაზე.

7. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

8. დადგენილება ივსება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (Emod) და ენიჭება ინდივიდუალური ნომერი.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების (შესაბამის მასალასთან ერთად) ასლი ეგზავნება სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს, სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, მისი შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

10. დადგენილების გამოცემასთან და გაგზავნასთან/ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

11. დადგენილება ინახება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (Emod).

 

მუხლი 15

1. სამართალდამრღვევი პირის მიერ დაკისრებული ჯარიმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იძულებით აღსასრულებლად მისაქცევი დადგენილების მიმღები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.