დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016589
2
23/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
200140030.35.156.016589
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2026 წლის 23 იანვარი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დადგინდეს დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობისა და    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

 მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის დადგენილება №3 (www.matsne.gov.ge, 30/01/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016547).

 მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი



დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 


1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN = IMG * ITL * C * K, სადაც:

 

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 45-ს.

 

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

  IMG

   ITL

    C

    K

  CN (ლარი)

  0,23

   1,0

   0,24

   45

   2,484

 

3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,242 ლარს.