დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.037.016219 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №7 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 08/05/2025, 010240030.22.037.016203) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების: |
1.
მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. სამსახურის უფროსის მოადგილე 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს სამსახურში შესულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“. |
2.
მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა ან/და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.“. |
3.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. უფლებამონაცვლეობა 1. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. 2. სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს სამსახურის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები