„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025577
28
23/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
040170020.10.003.025577
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2026 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 040170020.10.003.025548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (ერთჯერადად შესყიდვის ღირებულება აჭარბებს CPV კოდს) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და მონეტარული ზღვრები, რომელთა ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი/კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინასწარ თანხმობას, წესის (დანართი №2) შესაბამისად.“.

2. დანართ №2-ის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (ერთჯერადად შესყიდვის ღირებულება აჭარბებს CPV კოდს) მიხედვით, კლასიფიკატორის კოდებისა და მონეტარული ზღვრების (ცხრილი №2) ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების (გარდა დანართ №2-ის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა), მათ დაქვემდებარებაში მყოფი/ კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წინასწარ თანხმობას.“;

ბ) ცხრილი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ცხრილი №2

 

CPV კოდები შესაბამისი მონეტარული ზღვრებით

 

CPV კოდი

მონეტარული ზღვარი (ლარი)

32400000

20 000

32500000

10 000

48100000

10 000

48200000

50 000

48300000

10 000

48400000

10 000

48500000

10 000

48600000

10 000

48700000

20 000

48800000

10 000

48900000

10 000

72100000

10 000

72200000

10 000

72300000

10 000

72500000

20 000

72600000

20 000

72700000

20 000.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე