,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016626
05
23/01/2026
ვებგვერდი, 27/01/2026
010250000.35.159.016626
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2026 წლის 23 იანვარი

ქ. მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის  ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 იანვრის №04 დადგენილების გათვალისწინებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2021, 010250000.35.159.016488) და მუხლი 1 განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა თანამდებობრივი სარგო ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 იანვრის №04 დადგენილების შესაბამისად, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თვეში 968 (ცხრაას სამოცდარვა) ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე