დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში ახალი ქუჩის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016049 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №4 2026 წლის 16 იანვარი ქ. ზუგდიდი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში ახალი ქუჩის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 26 სექტემბრის №24-242526941 წერილის მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2025 წლის 30 დეკემბრის MRD №01/2975 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას შოთა მესხიას ქუჩის I შესახვევი და მასთან არსებული უსახელო ქუჩის მონაკვეთი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად დამტკიცდეს ახალ ქუჩად და ახალი ქუჩის I ჩიხად და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ტერენტი გრანელის სახელი. 2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი თაზო ფაცაცია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები