ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016050
5
16/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
000000000.00.105.016050
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №5

2026 წლის 16 იანვარი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 26 სექტემბრის №24-242526941 წერილის მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2025 წლის 30 დეკემბრის MRD №01/2975 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის ქუჩის მონაკვეთი, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფელ ახალაბასთუმნის მშვიდობის ქუჩის გადაკვეთა, რომელიც გაგრძელდეს გრიგოლ სხულუხიას ქუჩის I შესახვევამდე და ეწოდოს მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევი.

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.)

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12).

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი  თაზო ფაცაცია