აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2026
სარეგისტრაციო კოდი
1-1/18
23/01/2026
ვებგვერდი, 27/01/2026
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ა № 1-1/18

2026 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 30 ივლისის №01/699, 2025 წლის 20 აგვისტოს №01/865, 2025 წლის 07 აგვისტოს №01/751, 2025 წლის 11 აგვისტოს №01/774 და 2025 წლის 22 აგვისტოს №01/872 განცხადებები – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორიცაა ტრანსევროპული საავტომობილო სტანდარტები, AASHTO და ევროპული სტანდარტები. ლოტი 3-ის სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. იწყება ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით და მთავრდება მარეთთან, საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე – 400 მ-ში. ლოტი 4-ის (მარეთიდან სადახლომდე) სიგრძე შეადგენს 16,3 კმ-ს. ლოტი 4 იწყება თბილისიდან სომხეთამდე რკინიგზის გადაკვეთამდე 400 მ-ში. გადაკვეთის შემდეგ გზის პროფილი მიყვება რკინიგზას მარჯვენა მხრიდან. პროექტით სულ გათვალისწინებულია 4 ძირითადი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, კერძოდ ერთი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა რკინიგზის გადაკვეთაზე, ასევე მოეწყობა ორი სამდინარო და ერთი გზაგამტარის ტიპის სახიდე გადასასვლელები. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა, სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ ამ გზისათვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარი. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისათვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი ძირითადად გაივლის ქვემო ქართლის ვაკეზე, რომელიც წარმოადგენს მტკვარ-არაქსის ვრცელი დაბლობის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ: 

ალი მუსაევის (პ/ნ 28001105643), აჟდარ მუსაევის (პ/ნ 28001057159), აჟდარ მუსაევის (პ/ნ 28001098205), გულნარა ბაირამოვას (პ/ნ 28001032055), ზახირა მუსაევას (პ/ნ 28001048079), ზემფირა მუსაევას (პ/ნ 28001043323) და მახირ მუსაევის (პ/ნ 28001006034) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 820 კვ.მ (ს.კ №83.16.13.753) მიწის ნაკვეთის (სრულად) და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის, მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

ელშად ზეინალოვის (პ/ნ 28001056363), რეიხან ზეინალოვას (პ/ნ 28001056325) და თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1430 კვ.მ (ს.კ №83.16.13.744) მიწის ნაკვეთის ნაწილის   662 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების, ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

რაფაილ ახმედოვის (დაბ.10/04/1978), (C/№ 66№2377481) და ჯანფოლად ახმედოვის (დაბ.10/04/1976) (C/№ 76 8918213) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1626 კვ.მ (ს.კ №83.14.22.090) მიწის ნაკვეთის ნაწილის   242 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

იბრაგიმ იბრაგიმოვის (პ/ნ 28001018851), გიულლუ იბრაგიმოვას (პ/ნ 28001091458), მალახატ იბრაგიმოვას და შაფიკა ფაშაევას (პ/ნ 28001083109) თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1229 კვ. მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 83.09.24.038) ნაწილის – 846 კვ. მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული ერთწლიანი კულტურის და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1390 კვ.მ (ს.კ №83.09.24.071) მიწის ნაკვეთის ნაწილის   64 კვ. მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

ალექბერ ალეკპეროვის (პ/ნ 28001115550), ალი ალექფეროვის (პ/ნ 28001018697), ნატავან ისმაილოვას (პ/ნ 28001046892), რამალ ალეკპეროვის (პ/ნ 28001105175) და რამილ ალეკპეროვის (პ/ნ 28001018720) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3505 კვ.მ (ს/კ №83.09.05.096) მიწის ნაკვეთის ნაწილის   1115 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ღობე), მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი კულტურის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 820 კვ.მ (ს.კ №83.16.13.753) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ალი მუსაევი (პ/ნ 28001105643), აჟდარ მუსაევი (პ/ნ 28001057159), აჟდარ მუსაევი (პ/ნ 28001098205), გულნარა ბაირამოვა (პ/ნ 28001032055), ზახირა მუსაევა (პ/ნ 28001048079), ზემფირა მუსაევა (პ/ნ 28001043323) და მახირ მუსაევი (პ/ნ 28001006034).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ალი მუსაევის, აჟდარ მუსაევის, აჟდარ მუსაევის, გულნარა ბაირამოვას, ზახირა მუსაევას (პ/ნ 28001048079), ზემფირა მუსაევას და მახირ მუსაევის თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების 820 კვ.მ (ს.კ №83.16.13.753) მიწის ნაკვეთი (სრულად), მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა და მრავალწლიანი ნარგავები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1430 კვ.მ (ს.კ №83.16.13.744) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ელშად ზეინალოვი (პ/ნ 28001056363), რეიხან ზეინალოვა (პ/ნ 28001056325) და თანამესაკუთრე.

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ელშად ზეინალოვის, რეიხან ზეინალოვას და თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1430 კვ.მ (ს.კ №83.16.13.744) მიწის ნაკვეთის ნაწილი – 662 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ერთწლიანი კულტურა. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1626 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.14.22.090) თანამესაკუთრეები არიან: რაფაილ ახმედოვი (დაბ.10/04/1978), (C/№ 66№2377481) და ჯანფოლად ახმედოვი (დაბ.10/04/1976) (C/№ 76 8918213).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა რაფაილ ახმედოვის და ჯანფოლად ახმედოვის თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1626 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.14.22.090) ნაწილი   242 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1229 კვ. მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 83.09.24.038) და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1390 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.09.24.071) თანამესაკუთრეები არიან: იბრაგიმ იბრაგიმოვი (პ/ნ:28001018851), გიულლუ იბრაგიმოვა (პ/ნ:28001091458), მალახატ იბრაგიმოვა და შაფიკა ფაშაევა (პ/ნ:28001083109).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა იბრაგიმ იბრაგიმოვის, გიულლუ იბრაგიმოვას, მალახატ იბრაგიმოვას და შაფიკა ფაშაევას თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1229 კვ. მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 83.09.24.038) ნაწილი - 846 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ერთწლიანი კულტურა და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1390 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.09.24.071) ნაწილი   64 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3505 კვ.მ (ს/კ №83.09.05.096) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან: ალექბერ ალეკპეროვი (პ/ნ 28001115550), ალი ალექფეროვი (პ/ნ 28001018697), ნატავან ისმაილოვა (პ/ნ 28001046892), რამალ ალეკპეროვი (პ/ნ 28001105175) და რამილ ალეკპეროვი (პ/ნ 28001018720).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ალექბერ ალეკპეროვის, ალი ალექფეროვის, ნატავან ისმაილოვას, რამალ ალეკპეროვის და რამილ ალეკპეროვის თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3505 კვ.მ (ს/კ №83.09.05.096) მიწის ნაკვეთის ნაწილი   1115 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობი (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა. 

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი – წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. ალი მუსაევის (პ/ნ 28001105643), აჟდარ მუსაევის (პ/ნ 28001057159), აჟდარ მუსაევის (პ/ნ 28001098205), გულნარა ბაირამოვას (პ/ნ 28001032055), ზახირა მუსაევას (პ/ნ 28001048079), ზემფირა მუსაევას (პ/ნ 28001043323) და მახირ მუსაევის (პ/ნ 28001006034) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 820 კვ.მ (ს.კ №83.16.13.753) მიწის ნაკვეთზე (სრულად), მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე და მრავალწლიან ნარგავებზე;

1.2. ელშად ზეინალოვის (პ/ნ 28001056363), რეიხან ზეინალოვას (პ/ნ 28001056325) და თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1430 კვ.მ (ს.კ №83.16.13.744) მიწის ნაკვეთის ნაწილზე   662 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე და ერთწლიან კულტურაზე; 

1.3. რაფაილ ახმედოვის (დაბ.10/04/1978), (C/№ 66№2377481) და ჯანფოლად ახმედოვის (დაბ.10/04/1976) (C/№ 76 8918213) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახლოლალოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1626 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.14.22.090) ნაწილზე – 242 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, ერთწლიან კულტურაზე;

1.4 იბრაგიმ იბრაგიმოვის (პ/ნ:28001018851), გიულლუ იბრაგიმოვას (პ/ნ:28001091458), მალახატ იბრაგიმოვას და შაფიკა ფაშაევას (პ/ნ:28001083109) თანასაკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1229 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ № 83.09.24.038) ნაწილზე – 846 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ერთწლიანი კულტურაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1390 კვ. მ მიწის ნაკვეთის (ს.კ №83.09.24.071) ნაწილზე   64 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მრავალწლიან ნარგავებზე;

1.5. ალექბერ ალეკპეროვის (პ/ნ 28001115550), ალი ალექფეროვის (პ/ნ 28001018697), ნატავან ისმაილოვას (პ/ნ 28001046892), რამალ ალეკპეროვის (პ/ნ 28001105175) და რამილ ალეკპეროვის (პ/ნ 28001018720) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო სარალში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3505 კვ.მ (ს/კ №83.09.05.096) მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1115 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე), მრავალწლიან ნარგავებზე, ერთწლიან კულტურაზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                      მარიამ ქვრივიშვილი