„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016740
1
30/01/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
010250050.35.132.016740
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 30 იანვარი

ქ. ბათუმი

„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბა­მი­სად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკ­რებ­ლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიცი­პალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 05/02/2016, სა­რეგისტ­რაციო კოდი: 010250050.35.132.016286) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყა­ლიბ­დეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

  2. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყა­ლიბ­დეს ამ დადგენილებაზე თან­დარ­თული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე



დანართი 1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, იგი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის წესს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებ­ლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართ­ველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან/და გადახდის ვადების დარღვევაზე პასუხისმგებ­ლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) ან შესაბამისი უფლების მქონე ოპერატორის (შემდგომში „ოპერატორი“) მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;

გ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;

დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენი – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმების გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;

ე) ტერიტორია – დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების და სხვა სუბიექტების ტერიტორია, რომელსაც აქვს ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა, სამართლებრივი სტატუსი და სხვა მახასიათებლები;

ვ) საერთო ფართი (მ2) – საქმიანობისთვის გამოყენებული ფართობი;

ზ) აპარტამენტი –  წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას/სახლს, რომელიც განკუთვნილია როგორც საცხოვრებლად, ასევე გასაქირავებლად, გააჩნია ტიპიურ საცხოვრებელი ბინებისგან განსხვავებით დამატებითი სერვისები, აქვს სტუმართა რეგისტრატურა ე.წ. რეცეფცია და ა.შ. ფართის საცხოვრებლად არგამოყენების შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია მმართველი ოპერატორი კომპანიის ან მის გარეშე მოახდინოს ფართის გაქირავება;

თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;

ი) დაგვა-დასუფთავება – მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;

კ) მომხმარებელი – ბათუმის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;

ლ) ოპერატორი – ბათუმის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;

მ) აბონენტი – ბათუმის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ სამსახურში ან ოპერატორთან;

ნ) ნარჩენების დაგროვების ნორმატივი – ერთი კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირის მიერ წარმოქმნილი კუბური მეტრი (მ3) საყოფაცხოვრებო ნარჩენი;

ო) სულადობა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა;

პ) ერთი საწოლი – საავადმყოფოებში პაციენტთა, ხოლო სასტუმროებში მომხმარებელთა ერთი პირისთვის განკუთვნილი საწოლი;

ჟ) ერთი დასაჯდომი ადგილი – კვების ობიექტში მომხმარებელთა ერთი პირისთვის განკუთვნილი ადგილი;

რ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი – ერთბინიანი ან/და ორბინიანი (მათ შორის, ბლოკირებული სახით), ცალკე მდგომი, არაუმეტეს სამი მიწისზედა სართულის (მანსარდის გარდა) მქონე საცხოვრებელი ფუნქციის შენობა, რომელიც განკუთვნილია ერთი ან ორი ოჯახისათვის.


მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანი­ზაციები და დაწესებულებები, რომლებიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის კერძო საკუთრებაში წარმოქმნიან საყოფაც­ხოვრებო ნარჩენებს.

  2. ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრების მომწყობი პირი.


მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:

ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე  – 1,30 ლარი თვეში;

ბ) მოსახლეობისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია – 1,00 ლარი თვეში;

გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

M  = (N  X C X K)/12;

M –  მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;

C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C = 9,00 ლარი;

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).

2.  იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) მოქმედი ფორმულის შესაბამისად.

3. ორგანიზებული ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება კომპლექ­სურად (არსებული ცალკეული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტე­ბიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი).

4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება აღსაზრდელების/მოსწავლეების/სტუდენტების და დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით.

5. ქ. ბათუმის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

6. საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელექტროენერგიის მრიცხველი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე, რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან/და იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.

 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის მესაკუთრის) სახელზე.

 8. იმ საცხოვრებელ ფართზე, სადაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი მრიცხველი, მოსაკრებელი დაერიცხება ერთ-ერთ მრიცხველს, ხოლო აღნიშნულ მისამართზე არსებულ სხვა მრიცხველებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა არ განხორციელდება, თუ არ გამოვლინდება სხვა გარემოება (მესამე პირისთვის საყოფაცხოვრებო ფართის ქირავნობით, გირავნობით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი).

 9. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდი­ვიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესე­ბულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

11. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.

12. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

13. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს.

14. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.


მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხ­ვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ქ. ბათუმში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის­თანავე.

4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი შემდეგ ინფრასტრუქტურის ფართზე: დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომი, შიდა ბიბლიოთეკა, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, კვებისათვის განკუთვნილი იზოლირებული ფართი, სკვერი.

5. მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. მომსახურების ორგანიზების შეფერ­ხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავ­ლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომ­სახურების 50%-ზე მეტი.

8. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო (50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარ­გებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.

9. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ქ. ბათუმში არსებული მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები და უფასო სასადილოები.


მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობ­რივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.


მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს  შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესა­ბამის სამსახურთან ან/და ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირებისთვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) დავალიანების დაფარვის პერიოდი განისაზღვროს არაუმეტეს 24 თვის ვადით.


მუხლი 8. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები
1.  ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2.  ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობას.  მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგა­რიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტმა თანხა გადაიხადა ძველ მისამართზე, ცვლილების შემთხვევაში ახალ მისამართზე დარიცხული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოექმ­ნება მომავალი თვიდან. იმ მისამართებზე, სადაც ვერ დგინდება კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, მოსაკრებლის კორექტირება მიმდინარე პერიოდიდან გან­ხორ­ციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმის საფუძ­ველზე.

4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში – 1,30 ლარის ოდენობით. საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად ჩაითვლება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდება ერთზე მეტი პირის რეგისტრაცია, შესაბამისი პირის რეგისტრაციის პერიოდიდან განხორციელდება სულადობისა და დასარიცხი ტარიფის კორექ­ტირება.

5. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იური­დიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზა­ციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

7. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორ­ციელების დღისა, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

 9. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ან სხვა კომპეტენტური  ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადას­ტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დღიდან.

 10. ორგანიზებული ბაზრობის და სავაჭრო ცენტრების მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამ­სახურს ან ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ.

 11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლება­მოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების წარმომქმნელი პირების ტერიტორიაზე, ხოლო ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია რეაგირების მიზნით დროულად (არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა) წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ნარჩენების წარმომქმნელი სუბიექტების ტექნიკურ მაჩვენებლებში არასწორი, არასრულყოფილი ინფორმაციის მითითებისა ან/და არასწორი, არასაკმარისი საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ნარჩენების წარმომქმნელ პირს.


მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
1. მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. ბათუმის მუნიციპალი­ტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

   2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

 



დანართი 2

 

N

საქმიანობის სფერო

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა
1 კუბურ მეტრზე         (N)

მოსაკრებელი
1 მ³ ნარჩენების გატანაზე (M)

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,04

0,03

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სპეციალიზებური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,2

0,15

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,44

0,33

4

     კინოთეატრები და თეატრები

 

მაყურებლის ერთი სავარძელი

 

0,6

0,45

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

 

ერთი სული

0,2

0,15

6

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები  (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება)

 

მომსახურების ერთეული  (ერთი საწოლი)

2

1,5

7

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

 

მომსახურების ერთეული  (ერთი საწოლი)

0,95

0,71

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, ლაბორატორიები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,28

0,21

9

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები და კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

 

 

ღია ფართის 1 მ²

 

0,02

0,02

 

დახურული ფართის 1 მ²

 

0,16

0,12

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

 

სავაჭრო  ფართის 1 მ²

0,48

0,36

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები, ბირჟები, საიუვილერო, თამბაქოს და ანტიკვარიატის მაღაზიები, ვეტერინარული ცენტრები. ზოომაღაზიები, ყვავილების მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

 

სავაჭრო  ფართის 1 მ²

0,36

0,27

12

აგრარული  და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია მაღაზიები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,24

0,18

13

შერეული საქონლის მაღაზიები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,48

0,36

14

 

საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე და ავტოსადგომები

 

 

ღია ფართის 1 მ²

 

0,02

0,02

 

დახურული ფართის 1 მ²

 

0,16

0,12

15

ავტოგასამართი სადგურები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,24

0,18

16

სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები

 

ღია ფართის 1 მ²

 

0,08

0,06

 

დახურული ფართის 1 მ²

 

0,16

0,12

17

სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები, შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტები

 

 

ღია ფართის 1 მ²

 

0,04

0,03

 

დახურული ფართის 1 მ²

 

0,16

0,12

18

აბანოები, საუნები და საცურაო აუზები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,32

0,24

19

სადალაქოები და  სილამაზის სალონები, კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,44

0,33

20

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,36

0,27

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

 

ერთი ადგილი

1,35

1

22

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

 

საერთო ფართის 1 მ²

0,4

0,3

23

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)

 

საერთო ფართის 1 მ²

0,36

0,27

24

დისკოთეკები, ღამის კლუბები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,36

0,27

25

კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,48

0,36

26

აეროპორტები, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები

 

 

ღია ფართის 1 მ²

 

0,02

0,02

 

დახურული ფართის 1 მ²

 

0,16

0,12

27

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე, ზღვისპირა პლაჟზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,02

0,02

28

სამხედრო ნაწილები და პენეტენციალური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

 

ერთი ადგილი

0,6

0,45

29

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

 

საერთო ფართის 1 მ²

0,02

0,02

30

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

 

საერთო ფართის 1 მ²

0,12

0,09

31

საგამოფენო და საჩვენებელი დარბაზები

 

საერთო ფართის 1 მ²

0,04

0,03

32

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის

მშენებარე ობიექტი

განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობის 1 მ²

0,35

0,26

33

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, კომერციული, საწარმოო, სამრეწველო გამოყენების, ასევე სხვა ფუნქციური დანიშნულების მშენებარე ობიექტები (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა)

 

განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობის 1 მ²

1,34

1

 

   მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
    M = N X C X K : 12

 

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში

C – მოსაკრებელი 1 მ³ ნარჩენების გატანაზე, C=9,00 (ლარი)

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა)