საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016399
14
23/01/2026
ვებგვერდი, 29/01/2026
310050000.54.066.016399
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №14

2026 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/10/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016237) დამტკიცებულ „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის და მისი დანართის ნიმუში დამტკიცებულია ამ წესის №11 დანართით.“.

 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

 „ც) მოწმობის დაშვება – მოწმობაში კვალიფიკაციის აღმნიშვნელი დაშვება, რომელიც წარმოადგენს მოწმობის ნაწილს და აღნიშნავს მინიჭებულ კვალიფიკაციას. ტერმინი განსაზღვრავს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის, საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის, შემფასებლის და ენის დაშვებას მოწმობაში.“;

ძ) ოსტატობა – დაშვება მოწმობაში, რომელიც წარმოადგენს მოწმობის ნაწილს და განსაზღვრავს მოწმობასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს, უფლებამოსილებებს და შეზღუდვებს.“.

 3. მე-5 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შეგირდის მოწმობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, თუ:“;

 ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განაცხადის შემოტანამდე 12 თვის განმავლობაში წარმატებით აქვს გავლილი პირველადი მომზადება სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, ოსტატობის აღნიშვნის და/ან ოსტატობის დაშვების შესაბამისად;“;

 გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეგირდის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობით, მოწმობით მითითებული ოსტატობის აღნიშვნის და დაშვების შესაბამისად. ასევე, დამატებითი ოსტატობის დაშვების და სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების სწავლების გასავლელად. “

 დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ შეგირდის მოწმობის მფლობელს, მოწმობის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაუწყია, ან ერთ წელზე მეტი ხნით შეწყვეტილი აქვს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, მას არ შეუძლია იმავე ოსტატობის ფარგლებში დაიწყოს ან გააგრძელოს სამუშაო ადგილზე სწავლება:

ა) ვიდრე არ გაივლის კვალიფიკაციის შეფასებას ამ წესის მიხედვით, ოსტატობის შესაბამისად, პირველადი სწავლების სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, რათა შეფასდეს შეგირდი რამდენად აკმაყოფილებს ან ვერ აკმაყოფილებს ოსტატობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

ბ) არ გაივლის შესაბამის სწავლებას, რომლის აუცილებლობაც შეიძლება შეფასების შედეგად იყოს გამოვლენილი.“;

 ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. შეგირდის მოწმობა ძალას კარგავს, თუ პირზე გაიცემა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა.“;

 ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს შეგირდის მოწმობის დაბრუნება სააგენტოში იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაიცემა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა.“

 4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეთვალყურის მოწმობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, თუ:

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მეთვალყურის მოწმობის მფლობელს არ დაუწყია მოწმობაში აღნიშნული ნებისმიერი ოსტატობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება ოსტატობის აღნიშნვის თარიღიდან 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე სწავლების უფლება მოცემული ოსტატობით მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მისი კვალიფიკაცია შეფასდება იმ სასწავლო დაწესებულების მიერ, რომელიც ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებულია აღნიშნული ოსტატობის პირველადი სწავლების ჩატარების უფლებით. პირს სამუშაო ადგილზე სწავლების უფლება მიეცემა მაშინვე, როგორც კი მისი კომპეტენცია იქნება ოსტატობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი და შეფასების შედეგად გაწერილი სასწავლო რეკომენდაციები იქნება დაკმაყოფილებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების შესახებ ვისთანაც საწარმო შეწყვეტს შრომით ხელშეკრულებას.“

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ოსტატობ(ებ)ის, ოსტატობის დაშვებ(ებ)ისა, სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვებ(ებ)ის, მოწმობაში არსებული დაშვებების და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში.“;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „11 და „12 პუნქტები:

 „11. მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს შეფასება და პრაქტიკული სწავლება სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის გარეშე.“

 „12. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია სააგენტოს აცნობოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მიერ სამედიცინო მოწმობის ვადის გაგრძელების ან/და განახლების შესახებ.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ოსტატობის სახეები

1. მეთვალყურის/შეგირდის მოწმობა უნდა მოიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ ოსტატობას:

ა) სააეროდრომო კონტროლი (ADC), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს სააეროდრომო ნაკადებისთვის სამეთვალყურეო მომსახურება;

ბ) მისადგომის პროცედურული კონტროლი (APP), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მომფრენი, გამფრენი ან ტრანზიტული საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება, სარადიოლოკაციო სისტემის გამოყენების გარეშე;

გ) მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით (APS), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მომფრენი, გამფრენი ან ტრანზიტული საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით;

დ) სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი (ACP), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის გარეშე;

ე) სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით (ACS), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით.

2. ოსტატობის მფლობელს, რომელმაც ბოლო უწყვეტი 4 წლით ან მეტი ხნით შეწყვიტა შესაბამისი ოსტატობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება, შეუძლია დაიწყოს სამუშაო ადგილზე სწავლება, თუ:

ა) გაივლის კვალიფიკაციის შეფასებას სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და სერტიფიცირებულია იმ პირველადი სწავლების ჩატარებისთვის, რომელი ოსტატობის მიღებაც სურს პირს, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა ოსტატობის მფლობელი ოსტატობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) გაივლის შესაბამის სწავლებას, რომლის აუცილებლობაც ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეფასების შედეგად შეიძლება იყოს გამოვლენილი.“

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მეთვალყურის ოსტატობის დაშვებები

1. ოსტატობას „სააეროდრომო კონტროლი” (ADC) შესაძლებელია ახლდეს „სააეროდრომო კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (SUR) ოსტატობის დაშვება, რომელიც აღნიშნავს, რომ მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სააეროდრომო ნაკადების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის გამოყენებით.

 2. ოსტატობას „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (APS) შესაძლებელია ახლდეს ამ პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემდეგი დაშვება:

ა) „დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორი“ (PAR), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას უზრუნველყოს სხ მიწიდან მართული დასაფრენად ზუსტი შესვლით ადზ–ის დაფრენის სწორზე დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორის გამოყენებით;

ბ) „მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორი“ (SRA), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას უზრუნველყოს სხ მიწიდან მართული დასაფრენად არაზუსტი შესვლით ადზ-ის დაფრენის სწორზე მიმოხილვითი რადიოლოკატორის გამოყენებით;

3. ოსტატობას „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“ (ACP), შესაძლებელია ახლდეს „ოკეანის კონტროლი“ (OCN) დაშვება, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ფრენას ოკეანის კონტროლის ზონაში.

4. ოსტატობას „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (ACS) შესაძლებელია ახლდეს „ოკეანის კონტროლი“ (OCN) დაშვება, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ფრენას ოკეანის კონტროლის ზონაში.“

8. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები:

„14. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების კურსის ფარგლებში, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს პუნქტზე დაშვება სამუშაო ადგილზე სწავლების გარეშე, როდესაც აღნიშნული დაშვება დაკავშირებულია ამ წესის 23-ე მუხლის მოთხოვნებთან.

15. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოში განსაზღვროს სააეროდრომო კონტროლი (ADC) ოსტატობის უფლებამოსილების ფარგლები.

16. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ პირთა შესახებ ვინც სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადაში, დაშვებაზე უარის თქმის მიზნით, აღარ გააგრძელებს სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის სახელმძღვანელოში მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“.

9. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, საათების ის მინიმალური რაოდენობა ან „მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორის“ (SRA) და „დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორის“ (PAR) ოსტატობის შემთხვევაში გაფრენა-მოფრენების მინიმალური რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც პირმა უნდა განახორციელოს პუნქტზე დაშვებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორების (OJTI) მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარების დრო უნდა იყოს პუნქტზე დაშვების მოქმედების გასაგრძელებლად საჭირო საათების არაუმეტეს 50%;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მოწმობის მფლობელის მიერ მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროებითი უუნარობის შესახებ (ინფორმირების) შეტყობინების პროცედურები, ასეთი შემთხვევების მართვის და მათ შესახებ სააგენტოსთვის შეტყობინების პროცედურები, ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;“;

 გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი

„პ) პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორებს გააჩნდეთ ამ წესის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სწავლების ჩატარების პრაქტიკული ჩვევები იმ საკითხებში, რომლებთან დაკავშირებითაც მათ მოუწევს სწავლების ჩატარება.“.

10. მე -15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო სააგენტოსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტის ან/და ოსტატობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალდებულო გახადოს ენის გაძლიერებული დონის ფლობა სამეთვალყურეო პუნქტის დაშვების მისაღებად. მოთხოვნა უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული.“.

 11. 22-მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება მოქმედია 3 წლის განმავლობაში. ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ დაშვების მოქმედების ვადაში ინსტრუქტორი გაივლის განმეორებით სასწავლო კურსს პრაქტიკული სწავლების ჩატარებაში სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან მომდევნო სამი წლით.“;

 ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმატებით გაივლის პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასებას, დაშვების მოქმედების განახლებაზე განაცხადის წარდგენამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, და თუ აკმაყოფილებს ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს , სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება შეიძლება შეიცვალოს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვებით, თუ დაკმაყოფილებული იქნება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.“.

12. 23-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დასაბუთებული შუამდგომლობის და სააგენტოში წარმოდგენილი უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება.“.

13. 24-მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სულ მცირე, 2 წლის განმავლობაში, ახორციელებდა მეთვალყურის უფლებამოსილებას, რომელიც შეიძლება შემცირდეს სააგენტოს მიერ არაუმეტეს 1 წლით სასწავლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე.

14. 25-მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მფლობელმა, დაშვებით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

„ა) სულ ცოტა, 2 წლის განმავლობაში, ახორციელებდა იმ ოსტატობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება;

ბ) მოახდინა მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის ცოდნის დემონსტრირება;

გ) გააჩნია სწავლებასთან დაკავშირებული პროცედურების პრაქტიკული სწავლების გამოცდილება;“;

 ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ“ ქვეპუნქტი:

„გ)სასწავლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის „ა“ქვეპუნქტით დადგენილი ვადა შეამციროს, მაგრამ არაუმეტეს 1 წლით.“.

15. 28-მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კვალიფიკაციის შეფასება ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

16. 30-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემფასებლის დაშვება მოქმედია 3 წლის განმავლობაში. შემფასებლის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ შემფასებელი დაშვების მოქმედების განმავლობაში გაივლის შემფასებლის განმეორებით სასწავლო კურსს სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის განმეორებით სასწავლო კურსს. დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან სამი წლის ვადით.“.

17. 31-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 „6. შემფასებლის დროებითი დაშვების გაცემის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების შეფასების წარმოდგენა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის პირველი დეკემბრის ბრძანება №248-ით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილების ზედამხედველობის წესის“ შესაბამისად“.

18. 33-მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „331 მუხლი:

 „მუხლი 33. სახელშეკრულებო საქმიანობა

1. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, მათი საქმიანობის ნებისმიერი ნაწილის ხელშეკრულებით შესრულების ან შესყიდვის შემთხვევაში, საქმიანობა ან საქმიანობის ნაწილი შეესაბამებოდეს მოქმედ მოთხოვნებს.

2. როდესაც სასწავლო დაწესებულება ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობის რომელიმე ნაწილს გადასცემს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც არ არის სერტიფიცირებული აღნიშნული საქმიანობის შესრულებაზე ამ წესის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ხელშემკვრელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სასწავლო დაწესებულებისათვის გაცემული სერტიფიკატის პირობების შესაბამისად. სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ სააგენტოს ჰქონდეს ხელშემკვრელი ორგანიზაციაში შესვლის შესაძლებლობა მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის მუდმივი დაცვის დადგენის მიზნით.“.

19. 37-მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო დაწესებულებაში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატისა და მისი დანართით გათვალისწინებულ პირობებზე, ან სასწავლო დაწესებულების ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართვის სისტემის ნებისმიერ ელემენტზე, საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილების მართვა და შეტყობინება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად.“.

ბ) მეორე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ “ პუნქტი:

„ . სასწავლო დაწესებულება ვალდებულია დანერგოს ცვლილება, რომელიც საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანერგვის პროცესი უნდა დაიწყოს სააგენტოსგან ცვლილების შეთანხმების ოფიციალური კორესპონდენციის მიღების შემდგომ.“.

20. 39-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სასწავლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუშაო ადგილზე სწავლებას, ვალდებულია დანერგოს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების პროცესი, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად.“.

21. 41-მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელმა შევსებული განაცხადი სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართ №10-ით გათვალისწინებული „სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებაზე განაცხადის ფორმის“ შესაბამისად.“.

22. 45-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს სერტიფიკატი, რომელიც გაუქმდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.“.

23. 46-მუხლის:

ა) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) გათვალისწინებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ამ წესის მე-9 დანართში მოცემულ საკითხებს“.

24. 49-მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგნები, თემები და ქვეთემები, რომელთა გავლა საჭიროა ოსტატობის დაშვების მისაღებად, ამ წესის მე-3–მე-8 დანართებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;“.

25. 51- მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლება, რომელიც მოიცავს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ოსტატობასთან დაკავშირებული საგნების, თემების და საკითხების შესწავლას:

ბ.ა) ოსტატობას „სააეროდრომო კონტროლი” ADC, ამ წესის მე-4 დანართის შესაბამისად;

ბ.ბ) ოსტატობა „მისადგომის პროცედურული კონტროლი” – APP, ამ წესის მე-5 დანართის შესაბამისად;

ბ.გ) ოსტატობა „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“ – ACP, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად;

ბ.დ) ოსტატობა „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ – APS, ამ წესის მე-7 დანართის შესაბამისად;

ბ.ე) ოსტატობა „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ – ACS, ამ წესის მე-8 დანართის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოსტატობის დაშვების შესაბამისი სწავლება უნდა შედგებოდეს სასწავლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნებისაგან, თემებისა და საკითხებისგან და უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან, როგორც სასწავლო კურსის შემადგენელი ნაწილი.“.

26. 54-მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატმა მოიპოვა ამ გამოცდისთვის დადგენილი ქულების მინიმუმ 75%.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დადებითი შეფასება ეძლევა კანდიდატს, რომელიც თანმიმდევრულად ახდენს ამ წესის 55-ე მუხლით განსაზღვრული სწავლების მიზნების დემონსტრირებას და გამოიჩენს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უსაფრთხოდ წარმართვისათვის საჭირო თვისებებს.“.

 27. 57-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 57. ოსტატობის სწავლების მიზნები

 1. ოსტატობის თითოეული სასწავლო კურსისათვის უნდა განისაზღვროს სწავლების მიზნები და მისი ამოცანები.

2. ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

ა) საჰაერო მოძრაობის იმგვარად მართვა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და დაჩქარებული მომსახურება;

ბ) გაუმკლავდეს კომპლექსურ და ინტენსიურ საჰაერო ვითარებას.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „სააეროდრომო კონტროლის“ (ADC) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შესძლოს:

ა) აეროდრომის პასუხისმგებლობის არეში უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება და გაუმკლავდეს სამუშაო დატვირთვას;

ბ) გამოიყენოს აეროდრომის მართვის მექანიზმები და სამუშაო პროცედურები აეროდრომის მოძრაობასთან მიმართებაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „მისადგომის პროცედურული კონტროლი“ (APP) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (APS) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლის“ (ACP) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (ACS) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია, კანდიდატმა შეძლოს:

ა) სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა განსაზღვრულ სამეთვალყურეო არეში; და

ბ) დაკვირვების რეჟიმით სამეთვალყურეო რაიონის კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკისა და სამუშაო პროცედურების გამოყენება სამეთვალყურეო არეში საჰაერო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.“.

28. 59-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 59. პუნქტზე მომზადების წინაპირობა

 თუ პირი აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ:

ა) პუნქტზე მომზადება შეიძლება გაიარონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ოსტატობის, ოსტატობის დაშვების შესაბამისი საწყისი მომზადება;

ბ) პუნქტზე მომზადებისას სამუშაო ადგილზე სწავლების ეტაპი შეიძლება გაიარონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც ფლობენ მეთვალყურე-შეგირდის ან მეთვალყურის მოწმობას შესაბამისი ოსტატობით ან/და ოსტატობის დაშვებით.“.

29. 61-მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ოსტატობის დაშვების მისაღებად საჭირო სწავლების კურსი უნდა შედგებოდეს სასწავლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნებისაგან, თემებისა და საკითხებისგან და უნდა დამტკიცდეს სასწავლო კურსის შემადგენელი ნაწილის სახით.“.

30. წესის დანართები 1-11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე შეგირდის მოწმობები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების 23-ე პუნქტის „ა“ პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის პირველი თებერვლიდან.

2. ბრძანების  23-ე მუხლის  „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი