,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-05/1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.058.016185
01-05/1
28/01/2026
ვებგვერდი, 29/01/2026
010340000.33.058.016185
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება 01-05/1

2026 წლის 28 იანვარი

. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარიის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 და მე-20 მუხლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებასა (სსმ, 26.03.2025, ს.კ 010340000.33.058.01174) და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საგანმანათლებლო რესურსების მართვის განყოფილება.“;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის საჭიროებებიდან გამომდინარე) შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სამინისტროს საშტატო ნუსხაში (დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი).“;

გ) ცვლილება შევიდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისას ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შტატის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ასეთი შტატის არარსებობის შემთხვევაში კი – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81

1. დეპარტამენტის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

დ) ვიზას ადებს მის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული სამართლებრივი აქტების ან/და დოკუმენტების პროექტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტების კანონიერებაზე;

ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის/მინისტრის მითითებებს და დავალებებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №01-05/2 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101

საგანმანათლებლო რესურსების მართვის განყოფილება:

ა) ამზადებს წინადადებებს საჯარო სკოლების  ინფრასტრუქტურის განვითარების, გაუმჯობესებისა და განახლების მიმართულებით;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგებას;

გ) გეგმავს და კოორდინაციას უწევს საჯარო სკოლების ინვენტარით, ტექნიკით, ავეჯით, სასწავლო და ადმინისტრაციული აღჭურვილობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჭიროებებს;

დ) ახორციელებს საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს;

ე) მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მატერიალური რესურსების მიმართულებით;

ვ) ამზადებს ტექნიკურ დავალებებს, დასკვნებსა და წინადადებებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით (კომპეტენციის ფარგლებში);

ზ) უზრუნველყოფს შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და მიზნობრივი გამოყენების კონტროლს;

თ) კოორდინაციას უწევს ურთიერთობას სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჯარო სკოლებთან, შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან;

ი) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი