„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2025 წლის 24 მარტის №11409 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3274
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016092
3274
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
140080000.42.047.016092
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2025 წლის 24 მარტის №11409 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №3274

2026 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2025 წლის 24 მარტის №11409 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს  სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური  სამსახურის  სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს   სახელმწიფო   დაცვის   სპეციალური   სამსახურის  უფროსის 2025 წლის 24 მარტის  №11409  ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 25.03.2025 წ., სარეგ. კოდი: 140080000.42.047.016084) შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის („საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური  სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკა) პლანშეტი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პლანშეტი   №6

ესკიზი

6.1. 6.2. 

6.3.  6.4.

აღწერილობა

6.1. ქურთუკი (საველე) – ელვა შესაკრავით, გრძელი სახელოთი, კაპიშონით ან მის გარეშე (შავი, რუხი ან ხაკისფერი); შარვალი ტაქტიკური სტილის, მუქი რუხი ან ხაკისფერი.

6.2. მაისური –  ელვა შესაკრავით, გრძელი სახელოთი, შავი. შარვალი ტაქტიკური სტილის, მუქი რუხი ან ხაკისფერი.

6.3. კომუფლირებული, კომბინირებული მაისური – ტაქტიკური სტილის; კომუფლირებული შარვალი – ტაქტიკური სტილის.

6.4. ჟაკეტი (ქურთუკი) – ელვა შესაკრავით, გრძელი სახელოთი, შავი ან რუხი. შარვალი ტაქტიკური სტილის, მუქი რუხი ან ხაკისფერი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე