დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016576 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/05/2025, 010250020.35.119.016555) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 15 წევრით. საბჭოს სახელობით შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“. 2.დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და საბჭოს წევრებისაგან. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციის წრმომადგენლები, აი(იპ) – საბავშო ბაგა-ბაღების გაერთიანების წრმომადგენელი, ხონის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები