’ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016600
4
23/01/2026
ვებგვერდი, 29/01/2026
010250000.35.139.016600
’ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 23 იანვარი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016590, 29/12/2025) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის: 

1. პირველი მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)მარჩენალდაკარგულები;“.

2. მეორე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესის  პირველი მუხლით განსაზღვრული სოციალური  დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე  მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

4. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მარჩენალდაკარგულის დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგულები (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი/შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე).

2. მარჩენალდაკარგულის  ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს   200  (ორასი) ლარის ოდენობით.

3. მარჩენალდაკარგულს „ბავშვთა საერთაშორისო  დღესთან“  დაკავშირებით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მარჩენალის (მშობლის/მშობლების) გარდაცვალების მოწმობა;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება  ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით  ამ მუხლით  გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადების მომართვამდე სულ მცირე  1 (ერთი) თვის განმავლობაში  ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ის პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.

7. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებს, აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებს (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ობლებს, მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე  დიალეზიან პაციენტებს,  საპენსიო ასაკის პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს   გაეწიოთ სრული დაფინანსება წელიწადში ორჯერ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის, ხოლო 18 წლამდე შშმ პირებს გაეწიოთ დაფინანსება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სამედიცინო კვლევის, კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისა და სარეაბილიტაციო მომსახურებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016598, 26/01/2026).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ფერაძე