დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.169.016603 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის №34 დადგენილებაში“ (www.matsne.gov.ge 09.09.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.169.016237) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედქციით:
„მუხლი 1. საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების; დადგენილების პროექტის ინიცირების; საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღების; ამომრჩეველთან შეხვედრისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვის, განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვროს თვეში 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები