დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025585 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2026 - 27/02/2026)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტარიფებისგან განსხვავებული მომსახურების საფასური შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. |
| მუხლი 3 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ბრძანებით განისაზღვროს დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობები და საექსპერტო მომსახურების ვადები. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე; საქართველოს პროკურატურაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატებზე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატზე, სამედიცინო ექსპერტიზისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე. |
| მუხლი 5 |
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით. |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №14 დადგენილება. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები