დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.160.016989 |
32
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
200140030.35.160.016989
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
|
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1). |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2). |
| მუხლი 4 |
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 თებერვლის №204 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016940, 26/02/2025). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები