დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/23 2026 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2025 წლის 31 ოქტომბრის №6306/09, 31 ოქტომბრის №6299/09, 11 ნოემბრის №6692/09 და 24 დეკემბრის №7516/07 განცხადებები-110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი -ქვესადგური „ახალი თელავი“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია:
საქართველოს მთავრობა ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე, ქვესადგურების გაფართოებას. პროექტის მიზანია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერება და ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა/მოხმარების დაკმაყოფილება. შესაბამისად, პროექტი უზრუნველყოფს ენერგომომარაგების სტაბილურობას კახეთის რეგიონში და შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ნაწილს და მისი მიზანია გააძლიეროს ელექტროგადამცემი ქსელი საქართველოში, რათა გააუმჯობესოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნები და დააკავშიროს არსებული და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ძირითადად ჰიდროენერგეტიკული პროექტები (ჰესები). კახეთის რეგიონში დაგეგმილია 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი -ქვესადგური „ახალი თელავი’’ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში’’ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი. 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის იყალთოს ქვესადგურ „ახალ თელავში’’ შეჭრის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლის ძირითადი მიზანია ქვესადგურ „ახალი თელავში’’ თავმოყრილი სიმძლავრის ქსელში გამოტანა, ასევე, კახეთში არსებული 110კვ-იანი ქსელის საიმედოობის გაზრდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს და საშუალებას მისცემს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა: შპს „შტორის“ საკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.168) 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად); თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.169) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.170) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.171) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.163) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.164) მდებარე 86 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.165) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად); თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.166) მდებარე 111 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.156) მდებარე 49 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.157) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.158) მდებარე 97 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.159) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.160) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.161) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად) და რკ „ხუნდიანის“ საკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.174) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.175) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.176) მდებარე 94 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად) და თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.177) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად). წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი - ქვესადგური „ახალი თელავი’’ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში’’ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ: თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.168) 89 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.169) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.170) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.171) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.163) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.164) მდებარე 86 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.165) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.166) მდებარე 111 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.156) მდებარე 49 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.157) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.158) მდებარე 97 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.159) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.160) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთის და თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.161) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „შტორი" (ს.კ 431176309). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „შტორის“ საკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.168) 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.169) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.170) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფშაველში (ს/კ: 53.16.40.171) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.163) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.164) მდებარე 86 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.165) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.166) მდებარე 111 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.156) მდებარე 49 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფშაველში (ს/კ: 53.16.40.157) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.158) მდებარე 97 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.159) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.160) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფშაველში (ს/კ: 53.16.40.161) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად. საჯარო რეესტრის ამონაწერებით: თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.174) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.175) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.176) მდებარე 94 კვ.მ მიწის ნაკვეთის და თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.177) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა რკ. „ხუნდიანი“ (ს.კ 431176309). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რკ. „ხუნდიანის“ საკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ :53.16.40.174) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ :53.16.40.175) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად), თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ :53.16.40.176) მდებარე 94 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სრულად) და თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.177) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 9 დეკემბრის და 2026 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი - ქვესადგური „ახალი თელავი’’ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში’’ (სიგრძე 3.2კ.) შეჭრის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ: 1.1 შპს „შტორის“ (ს/კ 431171091) საკუთრებაში არსებულ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.168) 89 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.169) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მდებარე (ს/კ: 53.16.40.170) 74 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.171) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.163) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.164) მდებარე 86 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.165) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.166) მდებარე 111 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.156) მდებარე 49 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.157) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.158) მდებარე 97 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ:53.16.40.159) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად; თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.160) მდებარე 98 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.161) მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად. 1.2. რკ. „ხუნდიანის“ (ს/ნ 431176309) საკუთრებაში არსებულ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.174) მდებარე 91 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.175) მდებარე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.176) მდებარე 94 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში (ს/კ: 53.16.40.177) მდებარე 75 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები