შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016443
2
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
010250050.35.118.016443
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2026 წლის 29 იანვარი

ქ. ონი

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართის შეასაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016264).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი



დანართი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის   ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულება
 

მუხლი 1
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2
საბჭო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
 
მუხლი 3
1. საბჭო შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, წევრებისა და მდივნისგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ონის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც არის ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
4. საბჭოს წევრთა შემადგენლობა მტკიცდება ონის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც შედიან ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეები, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს.
6. საბჭო იწვევს სათათბირო ხმის უფლებით სპეციალისტებს და ექსპერტებს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
 
მუხლი 4
საბჭოს ამოცანებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის ხელშეწყობა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი ადაპტირებული და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა.
 
მუხლი 5
 საბჭოს ფუნქციებია:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისთვის;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ) ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრისთვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სამსახურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და მათ დანერგვაში ხელშეწყობა, ონის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
ი) ონის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
კ) სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ონის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
ლ) ონის მუნიციპალიტეტის სამსახურების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ნ) ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
ო) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
 
მუხლი 6
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და აწარმოებს მიმოწერას;
გ) იწვევს საბჭოს სხდომებს, დავალებებს აძლევს წევრებს;
დ) ამტკიცებს სამუშაო განრიგს;
ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს.
მუხლი 7
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8
საბჭოს მდივანი:
ა) პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე და მასალების დაცვაზე;
ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
დ) ურიგებს საკითხთა ჩამონათვალს და აკონტროლებს დოკუმენტაციის შეგროვებას;
ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას.
მუხლი 9
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს წამოაყენოს საკითხები, მიიღოს მონაწილეობა განხილვაში და კენჭისყრაში.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სხდომებში და შეასრულოს საბჭოს დავალებები.
3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება წყდება პირადი განცხადების, გაუმართლებელი გაცდენის, გამამტყუნებელი განაჩენის, გარდაცვალების ან თანამდებობის შეწყვეტის შემთხვევაში.
მუხლი 10
საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. სხდომა ფორმდება ოქმის სახით და გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11
ონის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.