დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016982 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/11/2025, 190020020.35.160.016958) და დადგენილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-15 მუხლები, ასევე მე-13 მუხლის 1-ლი,მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი I ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 152 440,7 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 81 166,0 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 54 974,7 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 16 300,0 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 147 956,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16 050,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 35 950,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 19 900,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (4 484,0) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (- 11 566,8) ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-14 686,3) ათასი ლარის ოდენობით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლებამ შეადგინა 14 686,3 ათასი ლარი.
თავი IIპრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის განვითარება
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რადგან აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან, პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სამომავლო სარეაბილიტაციო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და ექსპერტიზის ხარჯები. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებით და ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვთა კვების რაციონს, ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა.
3. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტცმენებისა და ხელოვანების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, ქალაქში ფუნქციონირებს სპორტის სასახლე, რომელშიც მოქმედებს სხვადასხვა სახეობების სპორტული წრეები, აღნიშნული წრეებით სარგებლობენ: მოკრივეები, მოჭიდავეები, კალათბურთელები, მინი ფეხბურთის მოყვარულები და სხვადასხვა სახეობის ორთაბრძოლის სპორტცმენები, ასევე ქალაქში ფუნქციონირებს სრულად მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული ახალგაზრდობის სასახლე.
5. დასუფთავება და გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად არის სამრეწველო ობიექტები, აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას იძენს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა. მწვანე საფარის ინტენსიური ზრდა და არსებულის მოვლა-პატრონობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის განვითარებისათვის, ამასთან ერთად უსაფრთხო გარემო და სანიტარული მდგომარეობის ყოველწლიური გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის გამართულ ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯებს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობის ხარჯებს, მუნიციპალური სერვისების განვითარების და განათლების ხელშეწყობას. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მნიშვნელოვანი რგოლია მუნიციპალური სერვისების ეფექტურ განხორციელებაში.
მუხლი 15. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები