დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.106.016023 |
|
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომის №50 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მინი სპორტულ მოედანს მიენიჭოს მიხეილ სიჭინავას სახელი, თანდართულ ორთოფოტოზე მონიშნული მინი სპორტული მოედნის შესაბამისად. 2. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები