ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010050000.35.118.016445
4
29/01/2026
ვებგვერდი, 02/02/2026
010050000.35.118.016445
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 29 იანვარი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების   შესაბამისად,   ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების  რეგისტრაციის განაცხადის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი



დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი

დროებითი   ქირით უზრუნველყოფის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა (არანაკლებ ექვსი თვის ) და მათი დროებითი  ქირით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ქირით დაკმაყოფილების პირობებს.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული  საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო;

ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით;

გ) მარტოხელა მშობელი – არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი.


მუხლი 2. უსახლკარო პირთა რეგისტრაციის პროცედურები
1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის გზით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა)  უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი  2);

ბ)  წესის მე-8 მუხლით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2. უსახლკაროდ რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ „უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის ფორმას,  შესაბამის დოკუმენტაციას და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შედეგად დარეგისტრირდება უსახლკარო პირად.

3. უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:

ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული) საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;

ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;

გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში.

4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია ონის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისის ქირით, რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი  ქირით  დაკმაყოფილება მოხდება ონის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული რესურსის შესაბამისად.

5. რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ განმეორებითი მიმართვა 1 წლის მანძილზე დარჩება განუხილველი.


მუხლი 3. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი  ქირით უზრუნველყოფის  სამუშაო ჯგუფი
1. ამ წესის განხორციელების მიზნით ონის  მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის  სამუშაო ჯგუფს (შემდგომში –სამუშაო ჯგუფი).

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (მათ შორს, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები).

3. სამუშაო ჯგუფი შედგება ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. სამუშაო ჯგუფის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5. სამუშაო ჯგუფი  უშუალოდ ექვემდებარება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და ასრულებს მის დავალებებს.

6. სამუშაო ჯგუფის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს ჯგუფის მდივანი.

7. სამუშაო ჯგუფის წევრთა  საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. სამუშაო ჯგუფი დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზებაზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის  საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

10. სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს ჯგუფის ხელმძღვანელი.

11. ჯგუფის ხელმძღვანელს მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.

12. ჯგუფის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის  სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

13. სამუშაო ჯგუფის  სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის  წევრთა არანაკლებ 2/3 .

14. სამუშაო ჯგუფის  სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. სამუშაო ჯგუფის  სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

15. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

16. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას.

17. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით.

18. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი  და სხდომაზე დამსწრე ჯგუფის  წევრები.

19. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. შეფასების პროცედურები
1. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მერის წარმომადგენლებმა  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში განახორციელონ მოკვლევა უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და წარუდგინონ უსახლკარო პირთა დროებითი ბინის ქირით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს.

2. დროებითი   ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარისათვის ბინის ქირავნობისათვის პრიორიტეტი ენიჭება  სამუშაო ჯგუფის  მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას.


მუხლი 5. შეფასების  კრიტერიუმები
1. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:

ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-ზე ნაკლები –  3 ქულა;

ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57001-დან 70000-ის ჩათვლით – 2 ქულა;

ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70000-დან 100 000-ის ჩათვლით – 1 ქულა;

ბ) ოჯახის შემოსავალი:

ბ.ა) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია, ოჯახს ენიჭება – 4 ქულა;

ბ.ბ) თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება, ოჯახს ენიჭება – 3 ქულა;

გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში: 1-3-ის ჩათვლით – 3 ქულა, ყოველ დამატებით წევრზე – 1 ქულა;

დ) მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები:

დ.ა) მუდმივად მწოლიარე – 3 ქულა;

დ.ბ) უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება – 1 ქულა;

დ. გ) ონკოპათოლოგიური დაავადებით დაავადებული – 2 ქულა;

დ.დ) ფსიქიკური აშლილობით დაავადებული – 2 ქულა;

ე) ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით) გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი ან წევრები:

ე.ა) მკვეთრად გამოხატული – 3 ქულა;

ე.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული – 2 ქულა;

ე.გ) ზომიერად გამოხატული – 1 ქულა;

ვ) მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, ამასთან სიღარიბე არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბავშვების მომვლელის მომსახურებით – 2 ქულა;

ზ) ხანდაზმული, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ, კანონმდებლობის შესაბამისად – 2 ქულა;

თ) პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი შედგება ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან – 1 ქულა;

ი) ოჯახი, რომლის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანი 1 ქულა;

კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ციხიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული, რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი – 2 ქულა;

ლ) სერვისიდან გასული:

ლ.ა) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება ან სხვა თავშესაფარი  – 2 ქულა;

ლ.ბ) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება ან სხვა თავშესაფარი და არ აქვს შემოსავალი, დამატებით – 1 ქულა;

მ) ოჯახის წევრთა რაოდენობა:

მ.ა) 1-5-ის ჩათვლით – 1 ქულა;

მ.ბ) ყოველ მომდევნო წევრზე – 1 ქულა ;

ნ) საცხოვრებელი ფართი არ აქვს საკუთრებაში და არც სხვა უძრავი ქონება გააჩნია (რაც დადასტურებული უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით) – 5 ქულა;

ო) აქვს დროებითი თავშესაფარი ნათესავებთან – 1 ქულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქულების მინიჭებისას ყველაზე მაღალ ქულად ითვლება 5, ხოლო ყველაზე დაბალ ქულად – 1.


მუხლი 6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის დროებითი ბინის ქირით უზრუნველყოფის წესი
1. ქირით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ერთი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განახლებულ მონაცემებზე (სარეიტინგო ქულა).

2. ქირით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას ქირით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის და რიგითობის გაუქმებას.

3. ბენეფიციარი ოჯახის შრომისუნარიანი წევრი ვალდებულია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში და თუ ბენეფიცირი 3 შეთავაზებიდან სუბიექტური მიზეზის გამო იტყვის უარს დასაქმებაზე, აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.

4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია ონის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის ბინის ქირით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი ბინის ქირით დაკმაყოფილება მოხდება ონის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული რესურსის შესაბამისად.

5. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი უსახლკაროთა რეგისტრაციის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ხოლო თანხის გაცემა მოხდება  ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება ყოველწლიური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

6. საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების/ოჯახების შეფასებას მერიის  შესაბამისი ჯგუფი  ახორციელებს რიგითობით, პირის/ოჯახის მიერ მერიისათვის მომართვისა და განაცხადის რეგისტრაციის მომენტის გათვალისწინებით.

7. პირის/ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა/ოჯახთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

8. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ ოჯახთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებული არიან უსახლკაროდ და არ არიან უზრუნველყოფილი დროებითი ქირით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:

ა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;

ბ) ოჯახებს, რომელთა წევრებს შორის არიან მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები ან/და შეზღუდული შესაძლებლომის მქონე არასრულწლოვნები;

გ) მარტოხელა მშობელს.


მუხლი 7. ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი  
ბენეფიციარი ოჯახის  ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება მოხდება ყოველწლიურად ბენეფიციარის მიერ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენით:

ა) ამონაწერი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ქულათა ოდენობით;

ბ)  ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან ოჯახის წევრთა შემოსავლების  შესახებ;

გ) ონის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელის/მოხელეთა მიერ წლის განმავლობაში პერიოდულად ბენეფიციარი ოჯახის ადგილზე გადამოწმებით.


მუხლი 8. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადის ფორმასთან ერთად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;

ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ზ)  ამ წესის მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

თ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;

თ.ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100);

ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ი.ა) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ი.ბ) მეუღლის გარდაცვალების  და ქორწინების მოწმობის ქსეროასლები;

კ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის ან მზრუნველობის  თაობაზე;

ლ) ამ წესის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს: ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;

მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ; ცნობა შინაგან საქმეთა შესაბამისი უწყებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ;

ნ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ბენეფიციარის მიერ სфხელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ;

ო) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის ვეტერანის მოწმობა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ოჯახის წევრის  გარდაცვალების  მოწმობა.


მუხლი 9. წესში ცვლილების შეტანა 
წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



დანართი №2
                            

                               

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადი

(ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ) 

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელი:

გვარი:

დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)

პირადი ნომერი:

საკონტაქტო ტელეფონი:

გყავთ თუ არა ოჯახის წევრი?
__ _ 1. დიახ            __ _  2. არა

ოჯახის წევრები (მაგ.: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი)

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)

1   

 

 

 

 

2   

 

 

 

 

3   

 

 

 

 

4   

 

 

 

 

5   

 

 

 

 

6   

 

 

 

 

7   

 

 

 

 

8   

 

 

 

 

9   

 

 

 

 

10   

 

 

 

 

11   

 

 

 

 

12   

 

 

 

 

ინფორმაცია თქვენი/თქვენი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ

 

ინფორმაცია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების   შემოსავლების შესახებ

სახელი 

გვარი 

  შემოსავალი წლიური (ლარი)

  შენიშვნა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12

 

 

 

 

განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი

  ქალაქი:

სოფელი:

ქუჩა

სახლი №

კორპუსი

ბინა №

1. ტელეფონი:

 

 

                                                                        განმცხადებლის მოვალეობა
განმცხადებელი ვალდებულია უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით. აცნობოს კომისიას წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ოჯახის თითოეულმა წევრმა (კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები                                                       .                                                                                                                                                                                   

 

     

 

 

     

 

                                                                განმცხადებლის უფლება
• მოითხოვოს მისი/მისი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა.
• გაეცნოს მის/მისი ოჯახის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას.
• მოითხოვოს მისი/ მისი ოჯახის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა.
ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოება, რომელიც მომცემდა/მოგვცემდა შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო(თ) საცხოვრისით.
 გავეცანი(თ) ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  --------- წლის ------- /------------- №------ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს, უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ(თ) ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.
 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანახმა ვარ(თ) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერ(ებ)ით.

სახელი

გვარი

ხელმოწერა

თარიღი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12