Silk Road Holdings B.V. LLC-ის განცხადება სატენდერო წინადადების შესახებ

Silk Road Holdings B.V. LLC-ის განცხადება სატენდერო წინადადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები Silk Road Holdings B.V. LLC
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
Silk Road Holdings B.V. LLC-ის განცხადება სატენდერო წინადადების შესახებ
Silk Road Holdings B.V. LLC

SILK ROAD HOLDINGS B.V.

განცხადება

სატენდერო წინადადების შესახებ

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

სს „თელასის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202052580, მარეგისტრირებელი ორგანო: დიდუბის რაიონული სასამართლო 1995 წლის 14 მაისი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. 3, შემდგომ  საზოგადოება) ჩვეულებრივი აქციების შეძენის შესახებ წინამდებარე სატენდერო წინადადების გამოცხადება ხორციელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55.3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-15 მუხლის შესაბამისად. სატენდერო წინადადება გულისხმობს Silk Road Holdings B.V. LLC (საიდენტიფიკაციო ნომერი: 33303554, მარეგისტრირებელი ორგანო: ნიდერლანდის სავაჭრო პალატა, იურიდიული მისამართი: სტრავინსკის ქ. 655, 1077XX ამსტერდამი, ნიდერლანდი, შემდგომ „ოფერენტად“ წოდებული) მიერ საზოგადოების ჩვეულებრივი აქციების საერთო რაოდენობიდან 112 429 418 საზოგადოების 27 985 461 ჩვეულებრივი აქციის შეძენას (კერძოდ, ჩვეულებრივი აქციების 24,892%-ის შეძენა).

გამოსყიდვის პირობები და წესი

1. ოფერენტი (Silk Road Holdings B.V. LLC ) ფლობს საზოგადოების 84 443 957 (ოთხმოცდაოთხი მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ჩვეულებრივ აქციას (რაც განთავსებული აქციების საერთო რიცხვის 75,108%-ს შეადგენს) და სურს გამოისყიდოს ყველა 27 985 461 (ოცდაშვიდი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას სამოცდაერთი) საზოგადოების დარჩენილი განთავსებული აქცია, რაც შეადგენს საზოგადოების განთავსებული ჩვეულებრივი აქციის საერთო რიცხვის 24,892%-ს.

2. საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასი შეადგენს 1,82 (ერთი მთელი და ოთხმოცდაორი მეასედი) ქართულ ლარს. გამოსყიდვის ფასი განსაზღვრულ იქნა აუდიტორული კომპანიის შპს „KPMG საქართველოს“ მიერ (სარეგისტრაციო ნომერი 404437695) და არ წარმოადგენს მაქსიმალურ ფასზე დაბალ ფასს, რომლითაც ოფერენტმა ბოლო გასული 6 თვის განმავლობაში შეიძინა საზოგადოების ჩვეულებრივი აქციები.

3. სატენდერო წინადადება გამოქვეყნდება 2026 წლის 30 იანვარს შემდეგ საიტებზე : https://www.telasi.ge, https://www.gse.ge, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საიტზე (https://matsne.gov.ge/ru), ასევე გაგზავნილი იქნება სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისთვის“.

4. სატენდერო წინადადება მოქმედებს 2026 წლის „30“ იანვარის 12:00სთ-დან 2026 წლის 31 მარტის 18:00სთ-მდე. აქციების გასხვისების შესახებ საზოგადოების აქციონერთა წერილობითი განცხადებები (წერილი-აქცეპტები) წინადადებაში მითითებული პირობებით, მიღებული იქნება იმავე ვადაში.

5. განცხადებები განხილული იქნება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, 2026 წლის 1 აპრილიდან, სახელდობრ, 2026 წლის 7 აპრილის ჩათვლით გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება იმავე ვადაში.

6. საზოგადოების იმ განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 24,892% სრულ გაყიდვაზე თანხმობის შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად შეადგენს 27 985 461 (ოცდაშვიდი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას სამოცდაერთი) აქციას, ოფერენტი გამოისყიდის ყველა აქციას. ოფერენტი გამოისყიდის სატენდერო წინადადების ფარგლებში აქციათა გასაყიდად შემოთავაზებულ რაოდენობას.

7. ოფერენტი გამოისყიდის აქციებს იმ პირობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის, ოფერტის მოქმედების ვადაში, საზოგადოების აქციონერისგან მიიღებს წერილობით აქცეპტს (სატენდერო წინადადების მიღების შესახებ წერილს) წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

8. სატენდერო წინადადების რომელიმე პირობის ცვლილების შემთხვევაში წინადადების შესახებ განცხადების განახლებული ვერსია მომზადებული და გავრცელებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.

9. შეძენა განხორციელდება სატენდერო წინადადების ვადის და გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

10. ოფერენტი იტოვებს უფლებას, სატენდერო წინადადების გამოქვეყნების ან სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვის შემდეგ, გააუქმოს წინადადება საზოგადოების განთავსებული ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ უფლების გამოყენებისას, ოფერენტი საზოგადოების ყველა ანგარიშის მფლობელს (აქციონერები, რომლებიც ფლობენ ანგარიშს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), აცნობებს გაუქმების თაობაზე იმავე წესით, რომელიც გამოყენებულ იქნა სატენდერო წინადადების შესახებ ამ განცხადების გავრცელებისას.

11. მათ საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ საზოგადოების აქციონერთა წერილობითი განცხადებები (წერილი-აქცეპტები) შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ.3, საკონტაქტო ნომერი: +995 32 277 99 99 (შიდა. 7768), ana.gogava@telasi.ge.

12. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 151 მუხლის შესაბამისად, შესასყიდი აქციების გამოსყიდვის ფასის შეფასების შესახებ ანგარიშის გასაცნობად აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ წინა პუნქტში მითითებულ მისამართზე.

ხელმოწერილია Silk Road Holdings B.V.-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელით  

ნატალია ბოსიაგინა