დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016604 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/01/2026 - 04/02/2026)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართ 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართ 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
დანართი 1
|
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი
|
თავი I ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი |
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესსა და პირობებს. 2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში ახალგაზრდების, მათი მწვრთნელების და გამარჯვებული გუნდების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. 3. ფინანსური დახმარება გაიცემა წარმატებულ სპორტსმენებზე, მათ მწვრთნელებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ გუნდებზე. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის – ,,სპორტული ღონისძიებები’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან. |
თავი II ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა |
მუხლი 2.
მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენის დასაჩუქრება
|
1. სპორტსმენს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე (შესაბამისი ფედერაციის წარდგენით) დაიკავა საპრიზო ადგილი, განესაზღვროს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი – 4000 ლარი; ბ) II ადგილი – 3000 ლარი; გ) III ადგილი – 2000 ლარი. |
მუხლი 3.
ევროპის ჩემიონატში გამარჯვებული სპორტსმენის დასაჩუქრება
|
1. სპორტსმენს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე (შესაბამისი ფედერაციის წარდგენით) დაიკავა საპრიზო ადგილი, განესაზღვროს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 3000 ლარი; ბ )II ადგილი – 2000 ლარი; გ) III ადგილი – 1000 ლარი. |
მუხლი 4.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენების დასაჩუქრება |
1. სპორტსმენს, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაიკავა საპრიზო ადგილი, განესაზღვროს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 1000 ლარი; ბ) II ადგილი – 800 ლარი; გ) III ადგილი – 600 ლარი. |
მუხლი 5.
საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენების დასაჩუქრება |
1. სპორტსმენს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში დაიკავა საპრიზო ადგილი, განესაზღვროს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 800 ლარი; ბ) II ადგილი – 600 ლარი; გ) III ადგილი – 400 ლარი. |
მუხლი 6.
საქართველოს
ჩემპიონატში ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გამარჯვებული
გუნდების
დასაჩუქრება
|
1. საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდების ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 1200 ლარი; ბ) II ადგილი – 1000 ლარი; გ) III ადგილი – 800 ლარი. |
მუხლი 7.
რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გამარჯვებული გუნდების დასაჩუქრება |
1. რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენის ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 600 ლარი; ბ) II ადგილი – 400 ლარი; გ) III ადგილი – 300 ლარი. 2. რეგიონულ ჩემპიონატში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გამარჯვებული გუნდის, რომლის მონაწილეთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს, ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 1000 ლარი; ბ) II ადგილი – 800 ლარი; გ) III ადგილი – 600 ლარი. 3. რეგიონულ ჩემპიონატში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გამარჯვებული გუნდის, რომლის მონაწილეთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს, ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 1500 ლარი; ბ) II ადგილი – 1300 ლარი; გ) III ადგილი –1000 ლარი. |
მუხლი 8.
მუნიციპალურ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდებისა და სპორტსმენების
დასაჩუქრება
|
1. მუნიციპალურ ჩემპიონატში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სპორტსმენის ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 400 ლარი; გ) III ადგილი – 300 ლარი. 2. მუნიციპალურ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს და მონაწილეთა ნახევარი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 800 ლარი; ბ) II ადგილი – 600 ლარი; გ) III ადგილი – 400 ლარი. 3. მუნიციპალურ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს და მონაწილეთა ნახევარი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფინანსური დახმარება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 1000 ლარი; ბ) II ადგილი – 800 ლარი; გ) III ადგილი – 600 ლარი. |
მუხლი 9.
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელების ფინანსური დახმარება |
1. მწვრთნელებს, რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე და დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 50%-ის ოდენობით. 2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში. 3. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ, სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე. |
მუხლი 10.
ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
|
1. მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს, რეგიონულ და მუნიციპალურ ჩემპიონატებში გამარჯვებულმა სპორტსმენმა, არასრულწლოვნის შემთხვევაში, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ფინანსური დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) რეგისტრაციის ბარათი; დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი ფედერაციიდან (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული); ე) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები. 2. მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს, რეგიონულ და მუნიციპალურ ჩემპიონატებში გამარჯვებულმა გუნდებმა/გუნდის წარმომადგენელმა ფინანსური დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გუნდის მიერ წარდგენილი პირის (წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) გუნდის წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები; დ) წარმატების დამადასტურებელი (საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული) დოკუმენტი შესაბამისი ფედერაციიდან ; ე) ამ დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობით, გუნდის წევრების რეგისტრაციის ბარათები; 3. მწვრთნელმა ფინანსური დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მწვრთნელის საბანკო რეკვიზიტები; დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი ფედერაციიდან (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული); ე) რეგისტრაციის ბარათი; ვ) სამსახურებრივი ცნობა მწვრთნელის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში საქმიანობის განხორციელების შესახებ. |
მუხლი 11.
ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი
|
ამ წესით განსაზღვრული ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში. |
მუხლი 12.
ფინანსური დახმარების
ანაზღაურების წესი
|
1. ამ წესით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით. 2. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება. 3. ამ წესით მოსარგებლე პირად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელსაც განცხადების შეტანის მომენტისთვის, ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლით და მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
მუხლი 13.
ფინანსური დახმარების
გაცემის ადმინისტრირებ
ა
|
ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. |
დანართი 2
|
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
|
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს მუსიკისა და ხელოვნების დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, მათ პედაგოგებზე და მუსიკალურ გუნდებზე ფინანსური დახმარების გაცემის წესსა და პირობებს.
2. წესის მიზანია წარმატებული (2026 წელს გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების წახალისება და ხელშეწყობა ფინანსური დახმარების გაცემის გზით. 3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ,,კულტურული ღონისძიებების დაფინანსება’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან. |
თავი II ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა
|
მუხლი 2.
საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე გამარჯვებული მუსიკალური გუნდის ფინანსური დახმარება |
1. მუსიკალურ გუნდს, რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) გრან-პრი 800 ლარი; ბ) I ადგილი – 700 ლარი; გ) II ადგილი – 600 ლარი; დ) III ადგილი – 500 ლარი. |
მუხლი 3.
საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული გუნდის ფინანსური დახმარება |
1. მუსიკალურ გუნდს, რომელმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) გრან-პრი – 1000 ლარი; ბ) I ადგილი – 900 ლარი; გ) II ადგილი – 800 ლარი; დ) III ადგილი – 700 ლარი. |
მუხლი 4.
საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული გუნდის ფინანსური დახმარება
|
1. მუსიკალურ გუნდს, რომელმაც საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) გრან-პრი – 1200 ლარი; ბ) I ადგილი – 1000 ლარი; გ) II ადგილი – 900 ლარი; დ) III ადგილი – 800 ლარი. |
მუხლი 5.
საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე გამარჯვებული ინდივიდუალური შემსრულებლის ფინანსური დახმარება |
1. ინდივიდუალურ შემსრულებელს, რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) გრან-პრი – 400 ლარი; ბ) I ადგილი – 300 ლარი; გ) II ადგილი – 200 ლარი; დ) III ადგილი – 100 ლარი.
|
მუხლი 6.
საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული ინდივიდუალური შემსრულებლის ფინანსური დახმარება |
1.ინდივიდუალურ შემსრულებელს, რომელმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) გრან-პრი – 500 ლარი; ბ) I ადგილი – 400 ლარი; გ) II ადგილი – 300 ლარი; დ) III ადგილი – 200 ლარი. |
მუხლი 7.
საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული ინდივიდუალური შემსრულებლის ფინანსური დახმარება |
1. ინდივიდუალურ შემსრულებელს, რომელმაც საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) გრან-პრი – 600 ლარი; ბ) I ადგილი – 500 ლარი; გ) II ადგილი – 400 ლარი; დ) III ადგილი – 300 ლარი. |
მუხლი 8.
საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე
ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამარჯვებული
მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური
დახმარება
|
1.ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. |
მუხლი 9.
საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამარჯვებული მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური დახმარება
|
1. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 400 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. |
მუხლი 10.
საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამარჯვებული მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური დახმარება |
1. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, გადაეცეთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 400 ლარი; გ) III ადგილი – 300 ლარი.
|
მუხლი 11.
ხელოვნებისა და მუსიკის დარგში მოღვაწე პედაგოგების ფინანსური დახმარება |
1. პედაგოგს, რომლის მოსწავლეც/მოსწავლეებიც გახდება/გახდებიან პრიზიორები, როგორც საქართველოში გამართულ, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე, გადაეცეთ ფინანსური დახმარება მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 50%-ის ოდენობით. 2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ პედაგოგებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში და რომელთა მიერ მომზადებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოსწავლე-ახალგაზრდებმა დაიკავეს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები. 3. პედაგოგს, რომლის მოსწავლემაც ერთსა და იმავე ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა ერთზე მეტი საპრიზო ადგილი, გადაეცეს მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 50%, დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20%. |
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
|
მუხლი 12.
ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
|
1. მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული პირების, მათი პედაგოგების და მუსიკალური გუნდების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა/ წარმატებულმა პირმა/მისმა წარმომადგენელმა, გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა. ბ) მოსწავლის/პედაგოგის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კონკურსებსა და ფესტივალებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი (საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული) დოკუმენტი; დ) მოსწავლის/პედაგოგის/მოსარგებლე პირის საბანკო რეკვიზიტები. ე)არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მოსწავლის/პედაგოგის/მოსარგებლე პირის რეგისტრაციის ბარათი, წარმატებული გუნდის შემთხვევაში, რეგისტრაციის ბარათები; ზ) სამსახურებრივი ცნობა პედაგოგის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში საქმიანობის განხორციელების შესახებ. |
მუხლი 13.
ფინანსური დახმარების ანაზღაურების წესი
|
1. ამ წესით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით. 2. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება. 3. ამ წესის თითოეული მუხლით მოსარგებლე პირად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელსაც განცხადების შეტანის მომენტისთვის, ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია. 4. განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილება. |
მუხლი 14.
ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი
|
ამ წესით განსაზღვრული ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. |
მუხლი 15.
პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
|
პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები