დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.161.016622 |
2
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
200140030.35.161.016622
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №3 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 03/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.161.016603).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები