დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქობულეთის ტერიტოტიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.131.016439 |
|
„ქობულეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პრველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქობულეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ (სსმ 28/03/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.131.016047) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში და დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის: ა.ა) ახალასაშენებელი ობიექტის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის 6 (ექვსი) ლარის ოდენობით; ა.ბ) ახალასაშენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის 3 (სამი) ლარის ოდენობით; ა.გ) შენობა-ნაგებობებზე (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 6 (ექვსი) ლარის ოდენობით; ა.დ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით; ა.ე) შენობა-ნაგებობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 6 (ექვსი) ლარის ოდენობით; ა.ვ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით; ა.ზ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ი) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისიწინებულ თითოეულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.კ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული თითოეულ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით; ა.ლ) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისიწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ.-ზე 8 (რვა) ლარის ოდენობით; ა.მ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვრება 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებითვის – 400 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები