„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 02/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016199
004
30/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
270070000.70.082.016199
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №004

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016017) დამტკიცებულ დებულების მე-4 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ) კვლევებისა და ინოვაციების სამმართველო;

გ) ანალიტიკური სამმართველო;

დ) სტრატეგიული განვითარების სამმართველო.

2. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) საზედამხედველო დანაყოფებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობას;

ბ) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას შეფასების სისტემის შესაბამისად;

გ) შეფასების მიმდინარეობისას საპროკურორო ზედამხედველობისას გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირებას და  პროკურატურის თანამშრომლებისათვის მიწოდებას;

დ) წინადადებების მომზადებას საზედამხედველო დანაყოფის კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით;

ე) საპროკურორო დოკუმენტების შესწავლას, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენას და წინადადებების შემუშავებას საპროკურორო საქმიანობის სრულყოფის მიზნით;

ვ) სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას და, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებას დეპარტამენტში შემავალი სამმართველოებისთვის;

ზ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღებას;

თ) წინადადებების მომზადებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებაზე და მათ მიწოდებას დეპარტამენტში შემავალი სამმართველოებისთვის;

ი) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით;

კ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს;

ლ) დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას.

3. კვლევებისა და ინოვაციების სამმართველო უზრუნველყოფს:

ა)  სამმართველოს მიზნებისთვის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობას, სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას;

ბ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ საკითხებზე სამართლებრივი კვლევების ინიცირებას და მათი ჩატარების ორგანიზებას;

გ) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას;

დ) საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის  ანალიზს, წინადადებების შემუშავებას კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;

ე) რეკომენდაციების შემუშავებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებაზე და  პროკურატურის თანამშრომლებისათვის მიწოდებას;

ვ) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლას და ანალიზის მომზადებას;

ზ) საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული თემატური სახელმძღვანელოების მომზადებას და  პროკურატურის თანამშრომლებისათვის მიწოდებას;

თ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პროექტების ინიცირებას და იმპლემენტაციას;

ი) დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას.

4. ანალიტიკური  სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;

ბ) დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად წინადადებების შემუშავებას;

გ) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებას;

დ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობას;

ე) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლას და ანალიზის მომზადებას;

ვ) პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების მიერ ანალიტიკური სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდების მონიტორინგს;

ზ) საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ პროკურატურის თანამშრომლების ინფორმირებას;

თ) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით;

ი) წინადადებების მომზადებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ანალიტიკური მოდულის დახვეწის მიზნით;

კ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების  ელექტრონული სისტემის კოორდინაციას და წინადადებების მომზადებას პროგრამის სრულყოფის მიზნით;

ლ) სტატისტიკური და კმაყოფილების კვლევების ჩატარებას;

მ) ანალიტიკური საქმიანობის სფეროში პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო პრიორიტეტების და სტრატეგიების განსაზღვრას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის ციფრული სისტემების განვითარების ხელშეწყობას და წინადადებების მომზადებას;

ო) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პროექტების ინიცირებას და იმპლემენტაციას;

პ) დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 2 თებერვლიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე