ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.605886
1
30/01/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
010250020.35.124.605886
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 30 იანვარი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე. გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლებისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8  ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 03/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.605856)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამი კიკნაველიძე



დანართი
ბაღდათის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნორმატიული  ფასის დადგენის შესახებ

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG xITL x C x K, სადაც

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.

2.  პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN

0.45

1

0.24

150

16,2

 

3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის  სოფლებში  მიწის  ნორმატიული  ფასი  დადგინდეს  ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 50%- ის ოდენობით და შეადგინოს 8,1ლარი (16.2-ის 50%).

4. კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგინოს 81 ლარი (16,2 X 5).

5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული  ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგინოს 4,86ლარი (16,2- ის 30%).

6. „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და შეადგინოს 12,96 ლარი (16,2-ის 80%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.