„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016414
1
30/01/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
010250050.35.151.016414
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 30 იანვარი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში (www matsne. gov.ge, 01.02.2022, სარეგ. კოდი: 0102500050.35.151.016331) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ის  პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში 988 (ცხრაას ოთხმოცდარვა) ლარით“.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს  2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი