დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020110.10.003.025586 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2017, 190020110.10.003.020010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო ხაზინა აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს წინა დღისა კომერციულ ბანკებს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას აუქციონის გამოცხადების შესახებ, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო ხაზინას უფლება აქვს, მიზეზის მითითების გარეშე გააუქმოს გამოცხადებული აუქციონი ან ცვლილება შეიტანოს მის პირობებში, რის შესახებაც აუქციონის დაწყებამდე არანაკლებ 1 საათით ადრე სახელმწიფო ხაზინა აცნობებს კომერციულ ბანკებს იმავე საშუალებით, რითაც მოხდა აუქციონის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.“; გ) მე-8 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აუქციონზე გამოტანილი უზრუნველყოფილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობას; გ) უზრუნველყოფილი დეპოზიტის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს; დ) უზრუნველყოფილი დეპოზიტის განთავსებისა და დაფარვის თარიღებს; ე) უზრუნველყოფილ დეპოზიტზე პროცენტის გადახდის პერიოდულობას;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თითოეულ კომერციულ ბანკში განსათავსებელი დეპოზიტის თანხის დასაშვები მაქსიმალური ჯამური მოცულობა განისაზღვრება აუქციონის ჩატარების დღისათვის კომერციული ბანკის საკუთარი კაპიტალის 7%-ის ოდენობით, „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნებული უახლესი კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უზრუნველყოფილი დეპოზიტისთვის ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ხდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (GSSS), ანგარიშსწორების დღეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 2 საბანკო დღით უნდა აღემატებოდეს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადას.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადის გასვლის დღეს კომერციული ბანკი ვალდებულია, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხოს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი, ხოლო სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს უზრუნველყოფის სახით მიღებულ ფასიან ქაღალდებს.“; დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტის ვადაზე ადრე გამოთხოვის შემთხვევაში, უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს კომერციული ბანკის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე სრული თანხის ჩარიცხვის დღეს.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები