„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016534
1
30/01/2026
ვებგვერდი, 02/02/2026
010250050.35.120.016534
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 30 იანვარი

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016530) შეტანილ იქნეს ცვლილება.  

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა იმ ახალშობილის მშობლებზე, რომლის ერთი მშობელი მაინც იყო რეგისტრირებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე. იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული იყო ახალშობილის მხოლოდ დედა და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე, ამ შემთხვევაში 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა, თუ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ დროიდან უწყვეტად ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ვ) იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია ახალშობილის მხოლოდ დედა, ცნობა იმ მუნიციპალიტეტიდან სადაც არის რეგისტრირებული ახალშობილის მამა, რომ ახალშობილის მამას იმ მუნიციპალიტეტში არ აქვს ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მიღებული დახმარება;“

გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: 

„ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია ახალშობილის მხოლოდ დედა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ დროიდან უწყვეტად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.“

დ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: 

„თ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა