დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016536 |
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 28/04/2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016159) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის“: ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო ვაჭრობის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის ურთიერთობის ძირითად დოკუმენტს. ხელშეკრულება ფორმდება ერთი წლის ვადით, რაც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს ერთი წლით.“; ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობების და შერჩევის წესის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევის შედეგად კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადებები არ პასუხობს ამ წესის პირველი და მე-3 მუხლების მოთხოვნებს და ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ პირობებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შერჩევის მიზნით გამოცხადოს კონკურსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები