დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №01-6/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-01-6/9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.33.058.016186 |
01-01-6/9
05/02/2026
ვებგვერდი, 06/02/2026
010320020.33.058.016186
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №01-6/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №01-6/39 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.33.058.016104) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება, ასევე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლკის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაუბარებლობის წერილობითი ფორმით დადასტურების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნების საფასურის მოთხოვნისა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების მიზნით საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის სამინისტროს სააღრიცხვო პოლიტიკის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება;“.
2. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარგებლობაში გადაცემული ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით (შეთანმხებით) მოსარგებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, მოსარგებლის მიერ სარგებლობის უფლების გასხვისების ან/და ქონების ქვეიჯარით გაცემის თაობაზე შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება, ასევე, სარგებლობაში გაცემული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში დაგვიანებით ჩაბარების შემთხვევაში ქონების დაბრუნების დაყოვნების საფასურის მოთხოვნის მიზნით საჭირო პროცედურების განხორციელება;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები