დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016235 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2025; 010250000.35.145.016231) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ომში მონაწილე ვეტერანთა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთის, პლასტიკური და სტომატოლოგიური ოპერაციისა). თითოეული ოპერაციის შემთხვევაში დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მკვეთრად გამოხატული და 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დევნილ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადი სასურსათო დახმარება გაეწევათ სასაჩუქრე ბარათის სახით, რომლის ღირებულება თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები