დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016598 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №26 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 31/01/2026 წ.,სარეგ.კოდი 010260020.35.104.016595) და დადგენილების დანართის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეირონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა, იცენგო-კუშინგი, მალასორბცია, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.“; ბ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი სტატუსით „მკვეთრად გამოხატული“; გ) 0-18 წლამდე ბავშვების შემთხვევაში სსე(სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი სტატუსით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე“ და სამედიცინო ფორმა №100; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“; გ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ონკოლოგიური პაციენტის ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 საჭირო კვლევის მითითებით; გ) ცნობა სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან“ სახელმწიფოს მიერ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევების დაფინანსების თაობაზე; დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა და კალკულაცია.“; დ) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა; ბ) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის უძრავი ქონების (საცხოვრისი) არარსებობის შესახებ; გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) შეზღუდული შესაძლებლობის პირის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (მკვეთრად ან/და მნიშვნელოვნად გამოხატული).“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები