„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016599
4
30/01/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
190020020.35.104.016599
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 30 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 190020020.35.104.016591) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის „ა“  პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობა დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება
 ათას ლარში

06 01 05

115.00

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

1.იშვიათი დავადებებით შეპყრობილი ბენეფიციარები პროგრამაში ჩაირთვებიან  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „იშვიათი დაავადებების ნუსხაში“ მითითებული ჩამონათვალის გათვალისწინებით.

2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეორონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრალური დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა,იცენგო-კუშინგი, მალასორბცია,  რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო- ლაბორატორიულ კვლევებს.“

3. ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან (ვიწრო სპეციალისტის დასკვნით) უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 ჩატარებული სპეციფიკური კვლევების მონაცემებისა და საჭირო   მკურნალობის მითითებით.

4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების ხელშეწყობა

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია