დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.061.016464 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2016, სარ.კოდი: 430210000.32.061.016180) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,, დიმიტრი ( არზაყან ) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: დიმიტრი ( არზაყან ) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების პირობებს და პროცედურებს. 2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები. მუხლი 2. სტიპენდია 1. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია (შემდეგში – სტიპენდია) ენიჭებათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის. 2. სტიპენდია წესდება ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, სტიპენდიატებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე). 3. სტიპენდიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღების, კანდიდატთა განხილვისა და სტიპენდიატის გამოვლენის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდეგში –სამინისტრო) იქმნება კომისია. მუხლი 3. კომისია 1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად და სტიპენდიანტის გამოსავლენად შექმნილი კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიას 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი). 3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს, ამ წესის შესაბამისად, სტიპენდიატის გამოვლენის შემდეგ. 5. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 6. კომისია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მუხლი 4. სტიპენდიის მინიჭებისა და შეწყვეტის წესი 1. სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს მხრიდან სტიპენდიის მისანიჭებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ. 2. ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება; ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე; გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი; დ) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი; ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ვ) სიგელები, სერტიფიკატები; ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; თ) კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ). 3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. 4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება. 5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატის განხილვა მიმდინარეობს ღია წესით. 8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება. 9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით. 10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს. 11. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. 12. სტიპენდიატს გადაეცემა დიპლომი. 13. მინისტრს უფლება აქვს სტიპენდიატს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება. მინისტრი ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.“.
3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები