„მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ”მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016489
4
30/01/2026
ვებგვერდი, 04/02/2026
010250050.35.103.016489
„მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ”მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 30 იანვარი

დაბა მესტია

,,მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
„მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული  შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016485). შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა – 500 ლარიდან 10 000 ლარამდე.

I. შენობა-ნაგებობა მთლიანად (100 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად – დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით:

ა) საცხოვრებელი სახლისა და ძველი სვანური საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დამხმარე ნაგებობის შემთხვევაში დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

II. შენობა-ნაგებობა ნახევარი (50 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად – დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ 2000 (ორი ათასი) ლარის, არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

III. შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია ხანძრის შედეგად – დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-8 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის დახმარების გაცემის საბჭო უფლებამოსილია ხანძრით მიღებული ზარალის შემთხვევაში განსაზღვროს დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი დახმარების გაწევა არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე