„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016466
4
30/01/2026
ვებგვერდი, 04/02/2026
010330000.32.061.016466
„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აკადემიკოს ილია  ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017  წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/09/2017წ., სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს აკადემიკოს ილია  ვეკუას სახელობის სტიპენდია ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტებისათვის.“.

2.  დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„აკადემიკოს ილია ვეკუას  სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების პირობებს და პროცედურებს.

2.  სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისათვის,  რომლებსაც აქვთ 90%  და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.  

 მუხლი 2. სტიპენდია

1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია (შემდეგში – სტიპენდია) ენიჭება ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

2. სტიპენდია წესდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 ბაკალავრიატისა, ასევე 1 მაგისტრატურის სტუდენტისა. სტიპენდიატებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

3. სტიპენდიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღების, კანდიდატთა განხილვისა და სტიპენდიატის გამოვლენის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდეგში – სამინისტრო) იქმნება კომისია.

მუხლი 3.  კომისია

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად და სტიპენდიატის გამოსავლენად შექმნილ კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიას  7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).

3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ წესის შესაბამისად, სტიპენდიატის გამოვლენის შემდეგ.

5. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

6. კომისია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

მუხლი 4.  სტიპენდიის მინიჭებისა და შეწყვეტის წესი

1. სტუდენტის  წარდგენის უფლება აქვს ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს მხრიდან სტიპენდიის  მისანიჭებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ.

2. ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერტიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ).

3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ.

4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატის განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.

9. კომისია სტიპენდიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.

10. კომისიის მიერ სტიპენდიის მინიჭების შესახებ  გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს.

11. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

12. სტიპენდიატს გადაეცემა დიპლომი.

13. მინისტრს უფლება აქვს სტიპენდიატს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება. მინისტრი ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.”.

 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე