დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-53. 53260302 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.165.016008 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-53. 53260302
2026 წლის 30 იანვარი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდება არაბული ციფრის გამოყენებით და ეწოდოს მე-11 ქუჩის პირველი ჩიხი თანდართული დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები