ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.164.016560
2
03/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
370160000.35.164.016560
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2026 წლის 3 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. ყვარლის ზონირება (დანართი №1).
მუხლი 2
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №2).
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/02/2025, 370160000.35.164.016537).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე



დანართი №1

ქ. ყვარელი


   

დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1

ქ. ყვარელში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  „მიწის  ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImG  X ITL x CxK, სადაც:

1. Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. ImG – არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს.

4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს.

მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ImG

ITL

C

K

Cn (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,32

1,3

0,24

40

3,994

შუალედური ზონა

0,32

1

0,24

40

3, 072

პერიფერიული ზონა

0,32

0,8

0,24

40

2, 458

 

მუხლი 3

ყვარლის  მუნიციპალიტეტის

1. სოფლებში – ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს.

2. სოფლებში – თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.

3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს.

მუხლი 4

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს.

მუხლი 5

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი – თბილისი, თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის და ზინობიანი – ჭიკაანი – გავაზის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.