„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016710
5
04/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
010250020.35.162.016710
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2026 წლის 4 თებერვალი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ  იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) სამართლის უზენაესობა;

ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების პრიორიტეტულობა;

გ) მრავალპარტიულობა და წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

დ) საკითხების თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;

ე) საჯაროობა;

ვ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა;

ზ) მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო ხელისუფლებასთან ურთიერთობა თანამშრომლობის, სუბსიდიარობისა და თანაზომიერების საწყისებზე;

ი) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება.“.  

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს სხდომის სხვა ადგილას ჩატარება შეიძლება ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

3. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანმდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მოადგილეების მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულო უახლოეს სხდომაზე, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მისი მოვალეობის შესრულებას განკარგულებით ავალებს საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს საკრებულოს ფრაქციას.“.  

4. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მომსახურებას, აგრეთვე საქმისწარმოებას (მათ შორის, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

5. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მომსახურებას, აგრეთვე საქმისწარმოებას (მათ შორის, ფრაქციის სხდომის ოქმის შედგენას) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

6. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.“.

7. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც საკრებულოს მორიგი სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს, ხოლო თუ მიმდინარე თვის პირველი ოთხშაბათი უქმე დღეა – არაუგვიანეს მომდევნო სამი სამუშაო დღის ვადაში“.

8. 48 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით;

ე) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.“.

9. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში –  მისი პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს გადაწყვეტილებით სხდომას წარმართავს საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე – საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი საკრებულოს წევრი.“.

10. 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. საკრებულოს  სამართლებრივი აქტი მიღებიდან არაუგვიანეს ორი დღისა ელექტრონული დოკუმენტის სახით ხელმოსაწერად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

11. 136-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ მომსახურებას, აგრეთვე ტექნიკურ და სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი