„ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016719
14
04/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
010250050.35.162.016719
„ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2026 წლის 4 თებერვალი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08.01.2026; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016706) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით:

ა.ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ბ) სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

ა.გ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ა.დ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ე) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ა.ვ) სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.თ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ი) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ლ) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.მ) სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

ა.ნ) სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ო) სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

ა.პ) სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბ) წარჩინებული Ⴑტუდენტი – პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად და, ამასთანავე, აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ პირობებს;“.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არის ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);“.  

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სტიპენდიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა, შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ) პირადი საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია (ცნობა) სტუდენტის აქტიური სტატუსისა და აკადემიური მოსწრების – შესაბამის სემესტრში გავლილი საგნებისა და მიღებული საბოლო შეფასებების შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაცემული საინფორმაციო ბარათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ (მოთხოვნის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა დასაშვებია მატერიალური ან/და ელექტრონული სახით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარჩინებული სტუდენტისათვის სტიპენდიის ოდენობა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სემესტრში შეადგენს:

ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე – 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარს;

ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარს;

გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე – 1000 (ათასი) ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი