დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.152.016166 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №9
2026 წლის 30 იანვარი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეორე ქუჩის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები